2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან (ნაწილი 3)

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 2 ივნისი 2014

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია შემდეგი საჯარო დაწესებულებების შესახებ:

 

-         სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

-         სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

-         მონაცემთა გაცვლის სააგენტო

-         სამედიცინო მედიაციის სამსახური

-         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

-         საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

 

 

  • როგორც მიღებული მონაცემებიდან ირკვევა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ  2013 წელს ორი გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ერთ შემთხვევაში მან სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის საკუთარი სახსრებით 33 048 ლარის საწვავი შეისყიდა, ხოლო მეორე შემთხვევაში 1600 ლარად ბორჯომ-ლიკანის ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის შენობა-ნაგებობების დასუფთავების მომსახურება. რაც შეეხება ინფორმაციას საშტატო ნუსხის შესახებ, სააგენტომ IDFI-ს აღნიშნული ინფორმაცია არასრულყოფილად მოაწოდა. მოწოდებულ დოკუმენტაციაში მითითებულია მხოლოდ სააგენტოს თანამდებობის პირთა რაოდენობა და მათი თანამდებობრივი სარგოები.

 

  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად,  სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო 6 250 ლარს შეადგენს. 2013 წლის განმავლობაში სააგენტომ გადაუდებელი აუცილებლობით 17 შესყიდვა განახორციელა, აქედანყველაზე მეტი თანხა - 33 600 ლარი - რუსთავი 2-ის და იმედის ტელე ეთერში სარეკლამო ვიდეო რგოლის გაშვებისთვის იქნა გადახდილი. გარდა ამისა, გასულ წელს სააგენტოში არ მომხდარა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ჩანაცვლება, არ განხორციელებულა აუდიტორული შემოწმება. 

 

  • მონაცემთა გაცვლის სააგენტოში, დაწესებულებისგან მოწოდებული 2013 წლის  საშტატო ნუსხის მიხედვით, 37 თანამშრომელია დასაქმებული. აღნიშნულ საშტატო ნუსხაში მითითებული არ არის თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოები. 2013 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა 3 671.19 ლარი შეადგინა. სააგენტოსარ განუხორციელებია გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვები, არ მომხდარა კომპიუტერული ტექნიკისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება, არ ჩატარებულა აუდიტორული შემოწმება.

 

  • გასულ წელს სამედიცინო მედიაციის სამსახურში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შიდა აუდიტორული შემოწმება ჩაატარა, რომელიც მოიცავდა 2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე მუშაობის პერიოდს. სამსახურის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა. 2013 წელს მედიაციის სამსახურში არ მომხდარაავტოსატრანსპორტო საშუალებების და კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება, ამჟამად კი სამსახურის ბალანსზე ირიცხება ავტომობილები „Hyundai Tucson“-ი (გამოშვების წელი - 2007) და „Kia Cerato“ (გამოშვების წელი - 2011), რომელთა საერთო ღირებულება 23 389ლარს შეადგენს.

 

  • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცენტრში 35 თანამშრომელია დასაქმებული, ყველაზე მაღალი თანამდებობრივი სარგო 2950 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალი  800 ლარს შეადგენს. 2013 წლის განმავლობაში ცენტრისთანამშრომლებზე სულ გაცემულია 974 795 ლარის ოდენობის პრემია და 184 199 ლარის ოდენობის სახელფასო დანამატი. ცენტრის დირექტორს 2013 წელს სახელფასო დანამატი არ დარიცხვია, ხოლო პრემიის სახით მან მიიღო 8850 ლარი. 

 

  • საქართველოს სასაზღვრო პოლიციას IDFI-ისთვის არ მოუწოდებია ხელმძღვანელი პირების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. მათი ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტაცია ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში.  2013 წელს სასაზღვრო პოლიციის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯები შეადგენს 22 723.42 ლარს.  2013 წლის განმავლობაში სასაზღვრო პოლიციის მიერ გადაუდებელი აუცილებლობით  განხორციელებულია  გამარტივებული შესყიდვები მათ შორის: „Toyota Land Cruiser Prado“ 64 400 ლარის ღირებულებით,  1 586  ლარის სპორტული ფორმები, 3 600 კგ. შოკოლადის ნაწარმი (საერთო ღირებულება: 24 480 ლარი), 4 086 ლარის კვერცხი და სხვა. 

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენს იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან გამოითხოვა და რომლის  დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

 

IDFI სისტემატიურად ახორციელებს საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლებას. გარდა ამისა, საჯარო დაწესებულებებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ინსტიტუტი ამზადებსანალიტიკურსტატიებს, რომლებიც მის განახლებულ ვებ-გვერდზე - www.idfi.ge -ზე არის ხელმისაწვდომი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023