2013 წლის მონაცემები სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონიდან

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 25 ივლისი 2014

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი  (IDFI) საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას ანთავსებს  www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).

 

აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში 2013 წელს გაცემული პრემიები და სახელფასო დანამატები, ამა თუ იმ საკრებულოს, მერიისა და გამგეობის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და სახელმწიფო შესყიდვები.

 

www.opendata.ge -ზე ასევე შესაძლებელია მერების, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა  და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების ნუსხის გაცნობა.

 

გთავაზობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია:

 

  • ქალაქ ფოთის მერიაში  2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 678 520ლარი. ქალაქის მერს, დათო სარსანიას პრემიის სახით სულ მიღებული აქვს 11 000 ლარი, მის სამ მოადგილეს ერთად კი - 24 532 ლარი.

    2013 წელს პრემიები გაიცა  ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზეც.  პრემიის სახით გასულ წელს საკრებულოს თავჯდომარეს, დავით ბაბილურს მიღებული აქვს სულ 13 200 ლარი, მის ორ მოადგილეს კი ჯამში 20 160 ლარი. 

    2013 წლის განმავლობაში ქ. ფოთის მერიის   გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯმა სულ შეადგინა 42 630 ლარი. ქ. ფოთის მერიამ 2013 წელს ასევე განახორციელა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული  38 შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 314 307.56 ლარი დაიხარჯა.  აქედან ყველაზე დიდი თანხა - 35 378 ლარი - მოხმარდა №14 ბაღის სახურავის გადახურვას.  

    ფოთის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • როგორც მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე ირიცხება 12 ავტომობილი, რომელთა საერთო საბალანსო ღირებულება ცვეთის გამოკლებით შეადგენს 486 294 ლარს. აღნიშნულ ავტომობილებს შორის, ვხდებით სამ  ტოიოტა ლენდკრუიზერს. თითოეულის ნარჩენი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 60 000 ლარს.  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე კი ირიცხება 6 სხვადასხვა მარკის ავტომობილი. მათი შესყიდვის ფასისა და ნარჩენი ღირებულების შესახებ ინფორმაცია საკრებულომ სამწუხაროდ არ მოგვაწოდა.

    2013 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით სულ გაცემულია 780 065 ლარი, საიდანაც გამგებელს ედიშერ თოლორაიას მიღებული აქვს 13 250 ლარი.   საკრებულოში გასულ წელს პრემიის სახით სულ გაიცა  281 145 ლარი, საიდანაც საკრებულოს თავმჯდომარეს ლევან კონჯარიას მიღeბული აქვს 15 900 ლარი. 

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან განსხვავებით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში  2013 წელს პრემიები და სახელფასო დანამატები  არ გაცემულა.

    მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მათ შორის სატვირთო, სახანძრო და ნაგავსაყრელის ავტომანქანები, ასევე გრეიდერი, ექსკავატორი და ტრაქტორები) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 478 194 ლარს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან 2014 წლის აპრილის მონაცემებით გამგებლის მ/შ-ის მფლობელობაში იყო 2009 წელს 44 601 ლარად შეძენილი ავტომანქანა Toyota Prado, ნარჩენი ღირებულებით - 35 681 ლარი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მფლობელობაში - 2010 წელს 50 000 ლარად შეძენილი ამავე მარკის ავტომანქანა (ნარჩენი ღირებულება - 40 000 ლარი).

    2013 წელს  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 8 638.03 ლარი, ხოლო საკრებულოს მიერ გაწეულმა -  3 210 ლარი.

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  •  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო განმარტებით, 2013 წელს საკრებულოს თანამდებობის პირებზე და საჯარო მოხელეებზე (სულ 28 პირი) „ერთდროული ფულადი ჯილდოს“ სახით გაცემულია ჯამში 25 705 ლარი.

    საკრებულოს ბალანსზე ირიცხება ერთი ერთეული 2012 წელს გამოშვებული და საკრებულოს მიერ ამავე წელს 70 000 ლარად შეძენილი ავტომობილი Toyota Land Cruiser Prado.

    აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხობის მუნიციპალიტეტისგამგეობამ 2013 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ინსტიტუტის არცერთი  მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • პასუხგაუცემელი დატოვა IDFI-ის მოთხოვნების უმრავლესობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც. მათ მხოლოდ საკრებულოში 2013 წელს გაცემული პრემიების, საკრებულოს ბალანსზე რიცხული ავტომობილებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს.

    2013 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით გაცემულია მხოლოდ 3 500 ლარი (5 პირზე), ხოლო საკრებულოში 7 750 ლარი (6 პირზე). ამასთან, გასულ წელს გამგეობის მიერ გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა სულ 2 262 ლარი.

    2013 წელს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გზებისა და ხიდების მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვისთვის 1 929 600 ლარი დაიხარჯა, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის - 2 396 200 ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებისთვის კი 90 200 ლარი.

    გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს ორივეს ემსახურებათ 2009 წლის გამოშვების   ლენდ კრუიზერ პრადო, რომელთა საერთო შესყიდვის ფასი შეადგენს 119 652 ლარს (აღნიშნული ა/მანქანები შესყიდულია 2010 და 2011 წლებში).

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • მისასალმებელია ის ფაქტი, რომ აბაშის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ჩვენს ყველა მოთხოვნაზე სრულყოფილი ინფორმაცია მოგვაწოდეს.

    აბაშის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 9 ავტომობილი, რომელთა ნარჩენი ღირებულება სულ 98 896 ლარს შეადგენს. აქედან მუნიციპალიტეტის გამგებლის მფლობელობაშია 2009 წლის ტოიოტა პრადო (ნარჩენი ღირებულება - 20 880 ლარი), ხოლო საკრებულოს თავჯდომარის სარგებლობაში - 2005 წლის  მერსედეს ბენცი(ნარჩენი ღირებულება -  19 400 ლარი).

    გასული წლის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით  სულ მიიღო 13 250 ლარი.

    როგორც ირკვევა, 2013 წელს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში სახელფასო დანამატები არ დარიცხულა, არ განხორციელებულა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლება. ამასთან, როგორც გამგებლის, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ელ. ფოსტიდან 2014 წლის მარტის თვეში სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით წერილების გაგზავნასა და მიღებას ადგილი არ ჰქონია.

    აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა. რაც შეეხება პრემიებს, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლებსა და მის მოადგილეებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 21 700 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - ჯამში 342 240 ლარი.

    გასულ წელს საკრებულოს წევრებზე გაცემული  პრემიების საერთო რაოდენობამ 52 300 ლარი შეადგინა, საკრებულოს თანამშრომლების პრემიებზე კი სულ 49 990 ლარი დაიხარჯა.

    როგორც ირკვევა, 2013 წელს სენაკის გამგეობის მიერ გაწეულია 15 285 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი. ამასთან, გასულ წელს სენაკის გამგეობამ გადაუდებელი აუცილებლობით 22 გამარტივებული შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც ჯამში 102 358 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - 30 000 ლარი - გადახდილ იქნა საახალწლო ნათებების შეძენა-დამონტაჟებისთვის.

    სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვები განახორციელა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც.  განხორციელდა აღნიშნული ტიპის სულ 34 შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 115 419 ლარი დაიხარჯა.

    როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, 2013 წლის ივნისში მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 60 000 ლარი იქნა გამოყოფილი.

    2013 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელს მამუკა დანელიას პრემიის სახით მიღებული აქვს სულ 10 600 ლარი, მის  სამ მოადგილეს კი ჯამში 15 600 ლარი.

    რაც შეეხება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მათ  IDFI-ის მოთხოვნები უპასუხოდ დატოვა.

    მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.

 

 

  • მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციით, 2013 წელს მესტიის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით 7 შესყიდვა განახორციელა, რისთვისაც სულ 351 176 ლარი დაიხარჯა. შესყიდულ იქნა ნაგვის გადასატანი და გზის მოსავლელი მანქანა (გადახდილი თანხა: 170 000 ლარი), ასევე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის მოწყობა (გადახდილი თანხა: 10 125 ლარი), სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის საექსპოზიციოდ შერჩეული ნივთების ფოტოფიქსაციის უზრუნველყოფა (გადახდილი თანხა: 6250 ლარი) და ა. შ.

    როგორც ირკვევა, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წელს არ დარიცხულა სახელფასო დანამატები, არ გაწეულა წარმომადგენლობითი ხარჯი, ადგილი არ ჰქონია გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვების თაობაზე წერილობით შეთანხმებებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩანაცვლებას.

    მესტიის გამგეობის მიერ , საკრებულოსთვის წარდგენილ „მესტიის მუნიციპალიტეტის 2013 წლის 12 თვის ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვაში“ საუბარია მათი წინამორბედის პირობებში ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ მთელ რიგ პრობლემებზე:

 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან  IDFI-ის მიერ მოთხოვნილი იქნა  მათ მიერ დამტკიცებული ინფორმაციის  პროაქტიულად  გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის ასლები. აღნიშნული აქტი, როგორც გაირკვა ინსტიტუტის მიერ წერილის გაგზავნის მომენტისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის არცერთ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს არ ჰქონდა მიღებული.

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის  დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024