2013 წლის მონაცემები გურიის რეგიონიდან

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 12 აგვისტო 2014

www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა) უკვე ხელმისაწვდომია გურიის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2013 წელს გაწეული სხვადასხვა სახის ფინანსური ხარჯები, მათ ბალანსზე რიცხული და ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, 2013  წლის  აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტები და ამ შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებები, გამგებლების, საკრებულოს თავჯდომარეებისა  და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენცია და ა. შ.

 

გთავაზობთ გურიის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან მოწოდებულ ინფორმაციას:

 

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 2013 წელს პრემიები და სახელფასო დანამატები არ გაცემულა.
    გასულ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წარმომადგენლობით ხარჯებზე გეგმით გათვალისწინებული იყო 10 000 ლარი, ხოლო ფაქტიურად გაიხარჯა 7 100 ლარი. ინფორმაცია კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რომლებზეც აღნიშნული თანხა გაიხარჯა, ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ არ იქნა მოწოდებული. 

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 31 შესყიდვა განხორციელდა, რისთვისაც სულ 33 889.63 ლარი დაიხარჯა. აქედან ყველაზე დიდი თანხა - ჯამში 9 605.50 ლარი - გადახდილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებების სხვადასხვა სახის ტექნიკურ მომსახურებასა და  რემონტზე. გადაუდებელი აუცილებლობის წესით ასევე შესყიდულ იქნა მეხანძრეთა დაზღვევა (გადახდილი თანხა: 5 616 ლარი), სოფ. ჭანიეთის სკოლისთვის ოთახების რემონტი (გადახდილი თანხა: 4 570 ლარი) და ა. შ. 

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 32 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა ნარჩენი ღირებულება შეადგენს სულ 111 937 ლარს. აქედან ყველაზე ძვირადღირებულიავტომობილი 2014 წლის აპრილისმონაცემებითგამგებლის სარგებლობაში არსებული 2011 წლის Toyota Land Cruiser-ია, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენს 75 200 ლარს, ნარჩენი ღირებულებაკი - 55 648 ლარს. 

    როგორც ირკვევა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებისთვის გეგმით გათვალისწინებული იყო სულ 1 332 200 ლარი, ფაქტიურად კი დაიხარჯა 1 261 600 ლარი. მათ შორის:

 

  1. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება - 30 100 ლარი

  2. უფასო სასადილოს დაფინანსება - 80 000 ლარი,

  3. მეციტრუსეობის დარგში დასაქმებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის ღონისძიებები და აუთვისებელი (ციტრუსის) თანხის უკან დაბრუნება - გეგმით 531 600 ლარი, ფაქტიური - 501 800 ლარი.

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.  

 

  • ოზურგეთის გამგეობისა და საკრებულოსგან განსხვავებით, 2013 წელს პრემიები გაიცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებშიჩოხატაურის გამგეობაში2013 წელს პრემიის სახით გაცემულ იქნა სულ 38 370 ლარი, აქედან მუნიციპალიტეტს გამგებელსა და მის ორ მოადგილეზე - 4 160 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 34 210 ლარი. 

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასულ წელს გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 10 610 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს თავჯდომარეს მიღებული აქვს 2 360 ლარი, მის მოადგილეს - 1 100 ლარი, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავჯდომარეებს კი ჯამში 7 150 ლარი. ამასთან, საკრებულოს აპარატის 7 თანამშრომელზე 2013 წელს გაცემულია სულ 3 220 ლარის პრემია. 

    2013 წელს ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა სულ 5 407 ლარის  წარმომადგენლობითი ხარჯები გასწიეს, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 2 687 ლარი - დაიხარჯა ნოდარ დუმბაძის დაბადების 85-ე წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებული ოფიციალური სადილისთვის.  

    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სულ 10 ავტომობილი) საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 41 744 ლარს. აღნიშნულიავტომობილებიდან 2014 წლის მარტის მონაცემებით გამგებლის მ/შ-ის მფლობელობაში იყო 2010 წელს 22 500 ლარად შეძენილი ავტომობილი Mitsubishi Pajero,ნარჩენი ღირებულებით 12 420 ლარი, ხოლო საკრებულოს თავჯდომარის მფლობელობაში - 2010 წელს 11 200 ლარად შესყიდული ავტომობილი Honda (ნარჩენი ღირებულება: 6 183 ლარი).

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.  

 

  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2013 წელს პრემიის სახით სულ გაცემულია 33 430 ლარი (სულ 67 პირზე), აქედან გამგებელსა და მისმოადგილეზე - 3 260ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - 30 170ლარი.

    2013 წელს პრემიები გაიცა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც. მთელი წლის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობამ შეადგინა ჯამში 10 410 ლარი. ამასთან, გასულ წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული წევრი სახელფასო დანამატის სახით იღებდა ყოველთვიურად 500 ლარს.

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მიერ 2013 წლის განმავლობაში გაწეულ იქნა სულ 9 390 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯები. აღნიშნული ხარჯებიდან ყველაზე დიდი თანხა - 3 100 ლარი - მოხმარდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის“ მონაწილე კოლექტივის მიღება-მომსახურებას.

    ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე 2014 წლის მონაცემებით ირიცხება 13 ავტომანქანა, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 105 613.2 ლარს. გამგეობის ბალანსზე რიცხულ სატრანსპორტო საშუალებათა შორისაა სახანძრო სამსახურის სარგებლობაში არსებული ავტომანქანები - 2010 წელს 60 412.2 ლარად შეძენილი სპეც მანქანა Magirus Deutz-ი (ნარჩენი ღირებულება: 33 226 ლარი) და 2012 წელს 30 000 ლარად შეძენილი Mitsubish L 200 (ნარჩენი ღირებულება: 23 280 ლარი). ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე ირიცხება მხოლოდ ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება: 2002 წლის Toyota LandCruiser-ი, ნარჩენი ღირებულებით 13 226 ლარი და 1996 წლის გამოშვების BMW, ნარჩენი ღირებულებით 558 ლარი.

    როგორც ირკვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2013 წლის აპრილის თვიდან ჩატარებული იქნა შვიდი აუდიტორული შემოწმება. შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგების ამსახველი ერთი ინფორმაცია გადაგზავნილ იქნა ოზურგეთის რეგიონალურ პროკურატურაში, ხოლო ხუთ შემთხვევაში შიდა აუდიტის განყოფილებამ მიზანშეწონილად მიიჩნია დასაქმებულთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.  

 

ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციი სმხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ გურიის რეგიონის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის  დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024