2013 წლის მონაცემები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 7 მაისი 2014

 

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge -ზე განთავსებულია IDFI -ს მიერ  საჯარო დაწესებულებებიდან მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელიც 2013 წელს ამათუიმ დაწესებულების მიერ საჯარო ფინანსების განკარგვას უკავშირდება.

 

IDFI-მ სახელმწიფო უწყებებიდან გამოითხოვა ინფორმაცია საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოების, საჯარო მოხელეების პრემიების, სახელფასო დანამატების, სამივლინებო და როუმინგულ, ასევე ავტოპარკი სმომსახურებაზე გაწეულ ხარჯებზე. ინსტიტუტმა ასევე მოითხოვა დეტალური მონაცემები განხორციელებულ ღონისძიებებთან და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით.

 

IDFI-მ საჯარო დაწესებულებს ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ქსეროასლების, სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული კორესპონდენციის, აუდიტორული შემოწმების აქტების და ასევე შემოწმებით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებულ ღონისძიებების ნუსხის მოწოდებაც მოსთხოვა.

 

Opendata. ge – ზე უკვე გამოქვეყნდა რამდენიმე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ მოთხოვნებზე მოწოდებული პასუხები.

მიღებული ინფორმაციის თანახმად სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის თავმჯდომარის და მოადგილის წლიურმა ანაზღაურებამ 103 923 ლარი შეადგინა, აქედან 22 500 ლარი დანამატის, ხოლო 20 625 ლარი პრემიის სახით გაიცა.  დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიური თანამდებობრივი სარგო 32 000, ხოლო მისი მოადგილის  წლიური ხელფასი 28 800 ლარია (იხილეთ ბმული).  

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში დაწესებულების მიერ მოწოდებული  არაკოდიფიცირებული საშტატო ნუსხის მიხედვით 14 შტატიანი და 7 შტატგარეშე  თანამშრომელია დასაქმებული (იხილეთ ბმული).

როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხიდან ირკვევა, ბიუროს ხელმძღვანელი საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია  და  მინიჭებული აქვს ლანკასტერის უნივერსიტეტის  მაგისტრის ხარისხი  ბიზნეს ადმინისტრირებაში (იხილეთ ბმული)

იურიდიული დახმარების სამსახურმა 2013 წელს განააახლა ავტოპარკი და „ლადას“ მარკის ავტომობილები საერთო ღირებულებით  8600 ლარი,  ჰიუნდაის წარმოების ავტომანქანებით ჩაანაცვლა, შეძენილ იქნა 2 ავტომობილი რომელთა საერთო ფასიც 52 000ლარს წარმოადგენს. ჩანაცვლების პირობებში გადასახდელმა ფასმა კი 43 000 ლარი შეადგინა.   გასულ წელს იურიდიული დახმარების სამსახურს არ გაუწევია  წარმომადგენლობითი და „როუმინგის“ ხარჯები და არ განუხორციელებია გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვები (იხილეთ ბმული)

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიღებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არ უსარგებლიათ „როუმინგული“ მომსახურებით, ბიბლიოთეკის მიერ არ განხორციელებულა გადაუდებელი აუცილებლობის შესყიდვები, არ მომხდარა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ჩანაცვლება (იხილეთ ბმული)

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა თანამდებობის პირების ქვეყნის გარეთ მივლინებების, პრემიების, როუმინგულ და წარმომადგენლობით ხარჯებზე. ვებ-გვერდზე ასევე გამოქვეყნებულია სააგენტოს თანამდებობის პირთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. (იხილეთ ბმული).

 

ხელმძღვანელი პირების დიპლომები არ მოუწოდებია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს. რაც შეეხება მათ პრემიებს 2013 წლის ბოლო კვარტალში სამსახურის უფროსს, მის მოადგილეებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს პრემის სახით 40 900 ლარი დაერიცხათ. (იხილეთ ბმული)

 

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული საშტატო ნუსხის მიხედვით შტატიან თანამშრომელთა რაოდენობა 2014 წელს ორნახევარჯერ გაიზარდა. 2012-2013 წლების მონაცემებით სააგენტოში 22 ადამიანი იყო დასაქმებული. 2014 წელს კი დასაქმებულთა რაოდენობა 57 -ია (იხილეთ ბმული).

 

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებულიინფორმაციის თანახმად 2013 წელს საგენტოს მიერ 3 ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება მოხდა ახალი „ სუზუკის“ მარკის ავტომობილებით. ჩასანაცვლებელი ავტომობილები 18 700 ლარად იქნა შეფასებული, ხოლო მათ ნაცვლად შეძენილი ავტომობილების ღირებულებამ 84 412 ლარი შეადგინა. (იხილეთ ბმული)

 

ამ და სხვა საჯარო ინფორმაციას დეტალურად, სახელმწიფო დაწესებულებების მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში შეგიძლიათ გაეცნოთ www.opendata.ge -ზე. საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის განახლება IDFI-ს მიერ ყოველდღიურად ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციით. მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური სტატიები კი ინსტიტუტის განახლებულ ვებ-გვერდზე - www.idfi.ge -ზეა ხელმისაწვდომი.


 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024