ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აგრძელებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციის განთავსებას www.opendata.ge -ზე (საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა).
ამჯერად გთავაზობთ იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან IDFI-ისთვის მოწოდებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, რომელიც www.opendata.ge -ზე უკვე ხელმისაწვდომია.
- 2013 წელს ქ. ქუთაისის მერიაში პრემიის სახით სულ გაიცა 1 870 045 ლარი. მერის და მისი მოადგილეების თანამდებობებზე პრემიის სახით სულ გაცემულია 42 450 ლარი, ხოლო სხვა თანამშრომლებზე - 1 827 595 ლარი.
გასულ წელს ქ. ქუთაისის საკრებულოს წევრებზე დარიცხული პრემიების საერთო რაოდენობა შეადგენს 81 800 ლარს, ხოლო საკრებულოს თანამშრომლებზე დარიცხული პრემიების საერთო რაოდენობა - 116 536 ლარს.
ქ. ქუთაისის თვითმმართველობამ 2013 წელს განახორციელა 44 გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვა, რისთვისაც ჯამში 210 104.9 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული წესით შესყიდულ იქნა 26 მაისის ღონისძიების ფარგლებში ქ. ქუთაისში ვასილ ამაშუკელის ძეგლის დამზადება-მონტაჟი (გადახდილი თანხა: 31 342 ლარი), სიყვარულის დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიების მოწყობის ორგანიზება (გადახდილი თანხა: 15 210 ლარი) და ა. შ.
ქუთაისის მერიის 2013 წლის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინეს 130 530.42 ლარი, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯებმა - სულ 20 898.71 ლარი.
ქ. ქუთაისის მერიიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში 2013 წლის განმავლობაში პრემიები და სახელფასო დანამატები არ გაცემულა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს სულ გასწია 2 259 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯები.
2013 წლის მონაცემებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება 14 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ნარჩენი ღირებულება შეადგენს 61 131.98 ლარს. მუნიციპალიტეტის გამგებლის მფლობელობაშია 2012 წელს 35 000 ლარად შესყიდული ავტომობილი „Mitsubishi Pajero“ (გამოშვების წელი: 2007).
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- 2014 წლის მარტის მონაცემებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე ირიცხება 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 90 600 ლარს. საკრებულოს თავმჯდომარეს ემსახურება 20 000 ლარად შესყიდული ავტომობილი „Chery A5“ (გამოშვების წელი: 2008), ხოლო მუნიციპალიტეტის გამგებელს - 35 000 ლარად შესყიდული ავტომობილი „Mitsubishi Pajero“(გამოშვების წელი: 2008).
როგორც ირკვევა, ხონის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი იყო 546 300 ლარი, მათ შორის:
-ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 75 000 ლარი;
-უფასო სასადილო სათნოების სახლისთვის – 51 000 ლარი;
-კომუნიკაციების შეღავათი ვეტერანებისთვის - 53 200;
-დევნილებისა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისთვის - 19 000 ლარი და ა. შ.
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- 2013 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პრემიის სახით სულ გაიცა 78 390 ლარი. აღნიშნული თანხიდან საკრებულოს წევრებს (სულ 13 პირი) ჯამში მიღებული აქვთ 54 900 ლარი, ხოლო საკრებულოს თანამშრომლებს - 23 490 ლარი.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბალანსზე 2013 წლის მონაცემებით ირიცხება 3 ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელთა თავდაპირველი ღირებულება შეადგენს სულ 24 181 ლარს, ნარჩენი ღირებულება კი - სულ 7 637 ლარს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წელს ადგილი არ ჰქონია აუდიტორული შემოწმებას, წარმომადგენლობით ხარჯებსა და გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებულ სახელმწიფო შესყიდვებს.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიურ საკითხებზე ინფორმაციის მოთხოვნით IDFI-იმ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობასაც მიმართა, თუმცა ინსტიტუტს პასუხი დღემდე არ მიუღია.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- 2013 წელს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 23 000 ლარის ღირებულების გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 3 შესყიდვა განხორციელდა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 14 700 ლარი - მოხმარდა სტიქიის შედეგად დამეწყრილი საავტომობილო გზის გაწმენდას.
2014 წლის მარტის მონაცემებით ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს სარგებლობაში სულ 9 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა. მათი ნარჩენი ღირებულება შეადგენს ჯამში 126 764.12 ლარს. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ყველაზე ძვირადღირებულია 2012 წელს 42 859 ლარად შესყიდული ავტომობილი „Toyota Hilux“-ი.
როგორც ვანის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გასულ წელს შესულია 85 300 ლარი, რომელიც წლიური გეგმის 106,6 -%-ს შეადგენს.
ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- 2013 წლის განმავლობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის მოადგილეებზე პრემიის სახით სულ დარიცხულია 7 900 ლარი, ხოლო გამგეობის თანამშრომლებზე - სულ 140 060 ლარი.
გასულ წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯამში 53 870 ლარის პრემია გაიცა, აქედან საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებული აქვს 5 300 ლარი, ხოლო მის მოადგილეს 3 400 ლარი.
2013 წელს ზესტაფონის თვითმმართველობამ გადაუდებელი აუცილებლობით განახორციელა 21 505 ლარის ღირებულების 6 შესყიდვა. აღნიშნული თანხიდან 15 000 ლარი დაიხარჯა ქალაქის ქუჩებისა და სოფლებში მიმავალი გზების თოვლისგან გასაწმენდად ტექნიკის დაქირავებაზე.
რაც შეეხება 2013 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მიერ გაწეულ წარმომადგენლობით ხარჯებს, აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ IDFI-ის ინფორმაცია არ მოაწოდა.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს სხვადასხვა ღონისძიებებზე და მოწვეულ სტუმრებზე 8 734 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გაწია. მოწოდებულ დოკუმენტაციაში გამგეობა სამწუხაროდ არ განმარტავს კონკრეტულად რა ღონისძიებებზე დაიხარჯა აღნიშნული თანხა.
2013 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სულ გაიცა 117 370 ლარის ოდენობის პრემია, აქედან მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ჯამში 10 500 ლარი. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2013 წლის დეკემბრის თვეში 33 თანამშრომელზე გაიცა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის პრემია - ჯამში 27 910 ლარი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- 2013 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით სულ გაცემულია 197 570 ლარი, ხოლო საკრებულოში - 94 080 ლარი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე ირიცხება 16 ავტოსატრანსპორტო საშუალება (მათ შორის სპეცტექნიკა), საერთო ნარჩენი ღირებულებით 121 274 ლარი. მუნიციპალიტეტის საკრებულო ფლობს მხოლოდ ერთ ავტომობილს, 2007 წელს 17 000 ლარად შესყიდულ „Nissan infinity“-ის (გამოშვების წელი: 1999).
ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განპირობებული მხოლოდ ერთი შესყიდვა განხორციელდა. 5 300 ლარად შესყიდულ იქნა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი და უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო სასადილოთი მომსახურება.
2013 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლობითმა ხარჯებმა შეადგინა 16 991.80 ლარი, ხოლო საკრებულოს წარმომადგენლობითმა ხარჯებმა - 8 777.30 ლარი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 22 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 198 116,5 ლარი, აქედან „Hyundai Tucson“ – 36 192 ლარად შეძენილი, ნარჩენი ღირებულებით - 28 374.5 ლარი და ლენდროვერ დეფენდერი 40 000 ლარად შეძენილი, ნარჩენი ღირებულებით - 31 360 ლარი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 2 შესყიდვა განახორციელა (ჯამში -10 746 ლარი), აქედან 10 390 ლარი მოხმარდა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისთვის ავტონაწილების მოწოდება-შეცვლას.
2013 წელს სამტრედიის გამგებელს პრემიის სახით მიღებული აქვს 6 600 ლარი, ხოლო მის ორ მოადგილეს ერთად 7 800 ლარი. საკრებულოს თავჯდომარეს - 7 950 ლარი, ხოლო მის მოადგილეს - 6 800 ლარი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 15 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 288 566.9 ლარი. გამგებლის სარგებლობაშია 35 000 ლარად შეძენილი „Mitsubishi Pajero“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის - 15 000 ლარად შეძენილი „Mercedes-Benz e-230.
2013 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით სულ გაიცა- 463 555 ლარი, საიდანაც გამგებელსა და მის მოადგილეს ჯამში მიღებული აქვს 45 950 ლარი. საკრებულოში პრემიის სახით სულ გაიცა - 157 750 ლარი , საიდანაც საკრებულოს წევრებს მიღებული აქვთ 14 625 ლარი. ამასთან საკრებულოს წევრებს პრემიებთან ერთად სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ სულ - 116 625 ლარი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული 10 შესყიდვა განახორციელდა (ჯამში - 168 776 ლარი), აქედან ყველაზე დიდი თანხა - 77 740 ლარი მოხმარდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კოპიტნარის დევნილთა დასახლებაში არსებული საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვას.
2013 წლის განმავლობაში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 9 თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისთვის დაეკისრათ სხვადასხვა სახის დისციპლინარული პასუხისმგებლობა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ 2013 წელს გაწეულმა წარმომადგენლობითმა ხარჯებმა სულ შეადგინა ჯამში - 10 648 ლარი.
2013 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე სულ გაიცა 152 390 ლარის ოდენობის პრემია. მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ჯამში - 19 410 ლარი.
ხარაგაულის საკრებულოს წევრებზე გაიცა ჯამში - 21 820 ლარი, ხოლო საკრებულოს თანამშრომლებზე - 12 140 ლარი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2013 წელს სხვადასხვა ღონისძიებებზე და მოწვეული სტუმრების გამასპინძლებაზე 9 712.05 ლარის წარმომადგენლობითი ხარჯი გაწია, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 2 960 ლარი გამოიყო ბათუმისა და საჩხერის მემორანდუმის ღონისძიებების მონაწილე სტუმრებისთვის გამართულ სადილზე.
2013 წელს გადაუდებელი აუცილებლობით განხორციელდა 11 850 ლარის ღირებულების 3 შესყიდვა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა - 10 000 ლარი მოხმარდა თოვლისგან გზის გაწმენდის სამუშაოებს.
2013 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებზე სულ გაიცა 599 480 ლარის ოდენობის პრემია, მუნიციპალიტეტის გამგებელსა და მის მოადგილეებს მიღებული აქვთ ჯამში - 23 700 ლარი.
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება - 11 ავტომობილი, საერთო ნარჩენი ღირებულებით - 159 916.2 ლარი. გამგებლის სარგებლობაში იმყოფება 35 000 ლარად შეძენილი ავტომანქანა „Mitsubishi Pajero“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის - 18 220 ლარად შეძენილი ავტომანქანა „Mitsubishi Montero“.
საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული ინფორმაცია დეტალურად იხილეთ ბმულზე.
ზემოაღნიშნული მონაცემები წარმოადგენენ იმ ინფორმაციის მხოლოდ მცირედ ნაწილს, რომელიც IDFI-იმ იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან გამოითხოვა და რომლის დეტალურად გაცნობა ამჟამად www.opendata.ge -ზეა შესაძლებელი.