IDFI-ის დირექტორი საერთაშორისო ანტი-კორუფციულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 სექტემბერი 2015

რიგით მეთექვსმეტე საერთაშორისო ანტი-კორუფციული კონფერენცია (IACC) 2 სექტემბერს მალაიზიის ქალაქ პუტრაჯაიაში გაიხსნა. კონფერენციის უცვლელ მთავარ თემაზე - უსამართლობის აღმოფხვრა - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულმა მთავრობების, სამოქალაქო თუ კერძო სექტორის 800-მდე წარმომადგენელმა იმსჯელა.


მიწვეულთა შორის იყო IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 3 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა კონფერენციის ერთ-ერთ სესიაზე - ღია მმართველობის პარტნიორობის განხილვა. სესია მიზნად ისახავდა საუბრის ორი ძირითადი მიმართულებით წარმართვას, ესენია საკანონმდებლო ღიაობა და მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის თანამშრომლობა.


გიორგი კლდიაშვილმა თავის სიტყვაში ყურადღება გაამახვილა ამ ეტაპისთვის საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე, მთავარ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. მან ვრცლად ისაუბრა OGP-ს ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ანტიკორუფციულ ვალდებულებებზე, პარლამენტის სამოქმედო გეგმაზე, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში შემუშავდა და ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს.


აღსანიშნავია, რომ IDFI ახორციელებს პროექტს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობის მხარდაჭერა“. პროექტის ფარგლებში საქართველო რიგით მეორე სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე მუშაობს. სამოქმედო გეგმა პარლამენტის ინტერ-ფრაქციულმა ჯგუფმა და სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. 17 ივლისს კი, 2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე, საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის მხარდამჭერ ორგანიზაციად აღიარეს. 

 

სესია ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის გამორჩეული რეფორმატორები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა იმსჯელეს მიღწეულ შედეგებზე და მომავალი წინსვლისა და გაუმჯობესების გზებზე, კერძოდ, რა მსოფლიო ტენდენციები უნდა მიიღონ მხედველობაში, როგორ ჩართონ მეტი საჯარო მოხელე და პოლიტიკოსი მეტი ღიაობის მისაღწევად, როგორ გაითვალისწინონ უფრო კომპლექსური საკითხები სამოქმედო გეგმაში და სხვა.

 

გიორგი კლდიაშვილთან ერთად მოხსენებები გააკეთეს ელიზაბეტ უნგარმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა კოლუმბიის აღმასრულებელმა დირექტორმა; ნიხილ დეილმა, სოციალურმა აქტივისტმა, MKSS, ინდოეთი; პოლ მაასენმა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორმა და OGP-ის მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენელმა, რიჩარდ ბონ მოიამ, ფილიპინების ბიუჯეტისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ.


სიტყვით გამომსვლელებმა და დამსწრე საზოგადოებამ განიხილა, თუ რა მიღწევები უნდა ჰქონდეს OGP-ის ოთხი წლის შემდეგ.

 

კონფერენცია 4 სექტემბერს დაიხურა, ხოლო მომავალ წელს ის პანამაში გაიმართება.

 

კონფერენციაზე გამომსვლელების, მთავარი თემებისა და სხვა დეტალების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის დაწვრილებით გაეცანით დღის წესრიგს

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024