ინფორმაციის კომისიონერთა მე-10 საერთაშორისო კონფერენცია

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 27 სექტემბერი 2017

21 სექტემბერს, ქალაქ მანჩესტერში გაიმართა ინფორმაციის კომისიონერთა (ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოთა წარმომადგენლების) მე-10 საერთაშორისო კონფერენცია. კონფერენციას მასპინძლობდნენ გაერთიანებული სამეფოს ინფორმაციის კომისიონერი ელიზაბეტ დენჰამი და შოტლანდიის ინფორმაციის კომისიონერი მარგარეტ კიზი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ინფორმაციის კომისიონერები 30 ქვეყნიდან.

 

ინფორმაციის კომისიონერთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება ორ წელიწადში ერთხელ, სადაც ინფორმაციის თავისუფლების საზედამხედველო ორგანოებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა,განიხილონ ინფორმაციაზე წვდომის გამოწვევები და იმსჯელონ არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.

 

წლევანდელი კონფერენციის ძირითადი თემა სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელთა ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იყო. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სახელმწიფო სერვისების მიწოდების უფლების დელეგირება კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე. ერთი მხრივ, ეს ამარტივებს სერვისების მიწოდებას ბიუროკრატიული პროცედურების შემცირების გზით, თუმცა, მეორე მხრივ, ასუსტებს საზოგადოებრივ კონტროლს, რადგან მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ უფლება, მიიღონ საჯარო ინფორმაცია კერძო დაწესებულებებისგან.

 

ორდღიანი კონფერენციის დასასრულს, კომისიონერებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სერვისების გამჭვირვალობისა და საჯარო სერვისების მიმწოდებელ კომპანიათა ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდას. ინფორმაციის კომისიონერები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოებმა წაახალისონ ღია კონტრაქტების სტანდარტები, რაც კერძო კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების ღია ფორმატში გამოქვეყნებას გულისხმობს. კომისიონერები ასევე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შეისწავლის დასახული პრობლემის მოგვარების ინიციატივებს.

 

სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელ კერძო კომპანიათა გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ორგანო განმარტებულია, როგორც „ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს“. ამ უკანასკნელშიმოიაზრება  სწორედ სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომელთაგან საჯარო ინფორმაციის მიღება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოთა ხელშეკრულებები სხვადასხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან გამოცხადებულია კომერციულ საიდუმლოებად, შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს მათზე მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. ამ პრობლემას ვაწყდებით, მაგალითად: შპს „სი-ტი პარკის“, სს „თელასის“, სს „საპარტნიორო ფონდის“, შპს „საქართველოს ფოსტისა“ და სს „საქართველოს რკინიგზის“ შემთხვევაში.  

 

საქართველოში მოცემული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მექანიზმი ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის მიღებაა. ჯერ კიდევ 2014 წელს, ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით და ინიციატივით, IDFI-ის, დარგის ექსპერტებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი. სხვა მნიშვნელოვან სიახლესთან ერთან, კანონპროექტი აწესებდა კერძო სამართლის იურიდულ პირთა ანგარიშვალდებულების უფრო მაღალ სტანდარტებს.

 

IDFI სრულად იზიარებს 21 სექტემბერს ქალაქ მანჩესტერში ხელმოწერილი რეზოლუციის შინაარს და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავლში საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ახალი კანონის პროექტი, რომელიც უპასუხებს არსებულ გამოწვევებს და თანხვედრაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

რეზოლუციის ტექსტი სრულად

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024