საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემები: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 23 აპრილი 2013

ავტორი: ნინო ცუხიშვილი

IDFI-ის სამართლის ექსპერტი/ ღია საზოგადოების ფონდის

ადამიანის უფლებათა სტაჟირების პროგრამის 2013 წლის სტიპენდიანტი (OSF)

საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების სისტემები: ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობების ანალიზის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირება საჯარო სამსახურის ეფექტური სისტემის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების ეფექტური სისტემის შექმნისას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები მოქმედებენ ქვეყანაში არსებული საჯარო სამსახურის მოდელისა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სამართლებრივი სტატუსის გათვალისწინებით. საჯარო სამსახურის სხვადასხვა მოდელის განხილვამ გვიჩვენა, რომ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების ეფექტური სისტემის შექმნა უკავშირდება ქვეყანაში კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის მოდელის არსებობას, რადგან კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის მოდელი გულისხმობს საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების კანონით განსაზღვრასა და სახელმწიფოს მიერ საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი წახალისების სისტემის შემუშავებას დანამატებისა და პრემიების დეტალური მოწესრიგების გზით.საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის სამართლებრივი სტატუსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფოს მიერ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების განსაზღვრისას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საჯარო მოსამსახურისა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული მოსამსახურის ანაზღაურებას შორის გარკვეული ბალანსის მიღწევა და მათვის თანაბარი ფინანსური გარანტიების მინიჭება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების რეგულირებისას ითვალისწინებენ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების ძირითად პრინციპებს, როგორიცაა: კანონის უზენაესობის პრინციპი, თანაბარი ანაზღაურება თანაბარი შრომის ან თანაბარი ღირებულების შრომისათვის, სრული დაფარვის პრინციპი,  შენარჩუნების პრინციპი, საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების შემსყიდველუნარიანობა, საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების სისტემის მოქნილობა და საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების გონივრული ურთიერთმიმართება სხვა ფინანსური წახალისების ფორმებთან, რათა უზრუნველყონ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების მარეგულირებელი კანონმდებლობის აღნიშნულ პრინციპებთან შესაბამისობა, ხოლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების სამართლებრივი რეგულირების შესაბამის ფორმას წარმოადგენს კანონი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების საკითხს დეტალურად აწესრიგებენ კანონმდებლობით, რაც გულისხმობს საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატისა და პრემიის მინიჭების წესის, საფუძვლებისა და ოდენობის კანონით განსაზღვრას. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების რეგულირება უკავშირდება საჯარო მოსამსახურის მიერ შესრულებული საქმიანობის შეფასების შედეგებს.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობების ანალიზის საფუძველზე, საქართველოში საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების ეფექტური სისტემის შემუშავების მიზნით, წარმოგიდგენთ შემდეგ რეკომენდაციებს:

1.    შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით;

2.    დაინერგოს კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახურის მოდელი საჯარო მოსამსახურის ანაზღაურების კანონით განსაზღვრისა და საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი წახალისების სისტემის შემუშავების მიზნით;

3.    კანონმდებლობითგანისაზღვროს საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული პირის ფინანსური გარანტიები საჯარო მოსამსახურესა და შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაქირავებული მოსამსახურის ანაზღაურების ოდენობებს შორის გონივრული ბალანსის მიღწევის მიზნით;

4.    საჯარო სამსახურში ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების პარალელურად დაინერგოს სახელმწიფოსა და დასაქმებულთა საზოგადოებებს/ორგანიზაციებს შორის კოლექტიური შეთანხმების ინსტიტუტი შრომითი ხელშეკრულების სტანდარტების დახვეწისა და კერძო სექტორში არსებულ ანაზღაურებასთან გონივრული მიმართების განსაზღვრის მიზნით;

5.    შემუშავდეს საჯარო მოსამსახურეთა კატეგორიებისა და აღნიშნული კატეგორიების ფარგლებში საჯარო მოსამსახურეთა პოზიციების კლასიფიკაციის ერთიანი სისტემა თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო მოთხოვნების, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით;

6.    კანონით განისაზღვროს საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა საჯარო მოსამსახურის მიერ დაკავებული პოზიციისათვის სახელფასო რანგის მინიჭების გზით;

7.    საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შესაძლებელია განისაზღვროს ფიქსირებული ოდენობით ან ოდენობის ზედა და ქვედა ზღვრების ფარგლების დადგენით საჯარო მოსამსახურის კვალიფიკაციის გათვალისწინების მიზნით;

8.    კანონით განსაზღვროს საჯარო მოსამსახურისათვის დანამატის გაცემის საფუძვლების ჩამონათვალი, დანამატის გაცემის წესი და დანამატის ოდენობის პროცენტული ფარგლები საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსთან გონივრულ კავშირში;

9.    კანონით განისაზღვროს საჯარო მოსამსახურისათვის პრემიის მინიჭების წესი, პრემიის მინიჭების კრიტერიუმები და პრემიის ოდენობის პროცენტული ფარგლები საჯარო მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოსთან გონივრულ კავშირში;

10. კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნას საჯარო მოსამსახურეების ანაზღაურების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა.

ხელისუფლების მიერ აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება უზრუნველყოფს საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურების ეფექტური სისტემის შემუშავებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა სტიმულირებას, ისევე როგორც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობასა და გაზრდის მოსახლეობის მხრიდან ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024