გაერომ 28 სექტემბერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა

სიახლეები 18 ოქტომბერი 2019

2019 წლის 16 ოქტომბერს, ქალაქ მადრიდში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 28 სექტემბერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა (International Day of Universal Access to Information).

 

ინფორმაციის ხელმისაწვდომობა დიდი ხანია აღიარებულია ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად ყველა ძირითადი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ.

 

ინფორმაციის თავისუფლების დღის აღნიშვნას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა 2002 წელს, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ ბულგარეთის ქალაქ სოფიაში გამართულ კონფერენციაზე მიიღეს რეზოლუცია 28 სექტემბრის, როგორც საყოველთაო  უფლების - იყო ინფორმირებული (Right to Know Day) საერთაშორისო დღედ გამოცხადების შესახებ. აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები არაერთი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. 28 სექტემბრის საყოველთაო უფლების - იყო ინფორმირებული საერთაშორისო დღედ გამოცხადების მიზანი იყო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ჩამოყალიბება. აღნიშნული პროცესის გაგრძელებას წარმოადგენდა იუნესკოს მიერ 28 სექტემბრის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღედ (Access to Information Day)  გამოცხადება 2015 წელს.

 

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს კი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 28 სექტემბერი გამოცხადდა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების საერთაშორისო დღედ  (International Day of Universal Access to Information).  გენერალური ასამბლეის რეზოლუციით ხაზი გაესვა ინფორმაციის მოპოვების, მიღების და გაზიარების მნიშვნელობას გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონტექსტში. რეზოლუციაში აქცენტი გაკეთდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წამყვან როლზე ინფორმაციული, ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. რეზოლუცია დამატებით განამტკიცებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, როგორც ადამიანის უფლებების ფუნდამენტური კომპონენტის განვითარების აუცილებლობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ თემაზე მიღებული ყველა სხვა საერთაშორისო აქტის მნიშვნელობას.

 

რეზოლუციის პროექტი გენერალურ ასამბლეაზე წარმოადგინა ლიბერიის რესპუბლიკის ელჩმა და გაეროს გენერალური ასამბლეის მეოთხე სპეციალური პოლიტიკური კომიტეტის ხელმძღვანელმა  - დე მაქსველ სე ქემაიამ. მისი განმარტებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება არსებითი ღირებულების მქონეა დემოკრატიული საზოგადოების განვითარების პროცესში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას, იმდენად რამდენადაც მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში 28 სექტემბრის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების დღედ გამოცხადება დადებით გავლენას მოახდენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის იდეის პოპულარიზაციასა და  მდგრადი განვითარების მიზნებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაზე.

 

აღსანიშნავია, რომ მდგრადი განვითარების  მე-16 მიზნით გათვალისწინებულ ამოცანებს წარმოადგენს მშვიდობის, ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების, ეფექტური ინსტიტუციებისა და მათდამი საზოგადოების ნდობის უზრუნველყოფა. მათ შორის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლების დაცვა, რაც გულისხმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას.  ამასთან, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ერთ-ერთი ძირითად მიზანი ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული ხელისუფლების ჩამოყალიბებაა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება კი აღნიშნული მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.

 

სამწუხარო და პრობლემურიცაა ის, რომ, საქართველო არ არის მოხსენიებული გაეროს იმ მნიშვნელოვანი რეზოლუციის არც ინიციატორ და არც მხარდამჭერ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლითაც 28 სექტემბერი ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების დღედ გამოცხადდა.

 

IDFI-ის საქმიანობის მთავარ მიმართულებას და მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინფორმირებული და ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბება, ღია მმართველობის პრინციპების დანერგვა და საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, ის უკვე მრავალი წელია ადვოკატირებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის მიღების  მიზნით. აღნიშნული ვალდებულება საქართველოს აღებული ქონდა ასოცირების დღის წესრიგის გასული წლების სამოქმედო გეგმებითა და ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებით, თუმცა უშედეგოდ. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი ცალკე მდგომი ნორმატიული აქტი.

 

IDFI სრულად იზიარებს 2019 წლის 16 ოქტომბერს მიღებული რეზოლუციის შინაარს და მიესალმება 28 სექტემბრის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების დღედ გამოცხადებას. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტის საერთაშორისო დონეზე ამაღლებას, ღია და გამჭვირვალე მმართველობის დანერგვასა და ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებას მსოფლიოს მასშტაბით. ვიმედოვნებთ, რომ საქართველო პროცესის შემდგომი გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო დაცვას ეროვნულ დონეზე და ამ მიზნით უახლოეს მომავალში მიიღებს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სსიპ-ების და სხვა დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებების ავტოპარკი და საწვავის ხარჯები

01.07.2020

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ პირველი ონლაინ სხდომა ჩაატარა

30.06.2020

ონლაინ დისკუსია - სახელმწიფო არქივების ღიაობის შეფასება ყოფილ საბჭოთა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში

29.06.2020

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

26.06.2020
განცხადებები

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

26.06.2020

მოვუწოდებთ კახა კალაძეს იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

24.06.2020

ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენის რეჟიმს დაუბრუნდა

23.06.2020

კოალიცია პარლამენტს მოუწოდებს, კლანური მმართველობის შესახებ დადგენილების პროექტს მხარი დაუჭიროს

23.06.2020
ბლოგპოსტები

კოვიდ-19-ის დროს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები

15.06.2020

Covid 19-ის გავლენა საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოში

11.06.2020

ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს დამოუკიდებლობა

26.05.2020

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის მითვისება რუსული პროპაგანდის მიერ

08.05.2020