ნინო გოზალიშვილი

n.gozalishvili@idfi.ge

+99532 2921514

ნინო გოზალიშვილი

ასოცირებული მკვლევარი

ნინო გოზალიშვილი არის საარქივო, მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების პროგრამის ასოცირებული მკვლევარი. ის IDFI-ის გუნდს 2021 წლიდან შეუერთდა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) მიერ დაფინანსებული „ორგანიზაციული მხარდაჭერის“ ფარგლებში.


ნინო მეცნიერებათა სადოქტორო კანდიდატია ნაციონალიზმის კვლევებისა და შედარებითი ისტორიის ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (CEU). მისი კვლევის სფეროებში შედის პოსტ-სოციალისტური პოლიტიკური ტრანსფორმაციები და ევროპეიზაციისა და დემოკრატიზაციის პროცესები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში; რეგიონში ნაციონალიზმისა და ნაციონალისტური პოპულიზმის თანამედროვე ისტორია.მისი სადოქტორო თემაა: „ ტრანსნაციონალიზაცია ნაციონალისტური მიზნებისთვის: ნაციონალისტური პოპულიზმის განვითარება პოსტ-კომუნისტურ საქართველოში“ [Transnationalization for National Purposes: Traces in National-Populist Discourses in Post-Communist Georgia.].
ნინო გოზალიშვილი ფლობს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს ნაციონალიზმის კვლევების მიმართულებით და ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ). იგი ასევე იმყოფებოდა ვარშავის უნივერსიტეტში და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში, ფრანკფურტში (ოდერი), როგორც მოწვეული სტუდენტი.

 

2019 წლიდან ნინო ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში (CEU) სასწავლო ასისტენტი, ხოლო ილიასა და საქართველოს უნივერსიტეტებში მოწვეული ლექტორია. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ნინო მოკლე და გრძელვადიან კვლევით საქმიანობას ეწეოდა ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კვლევით და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიის ცენტრი ბუდაპეშტში, კონრად ადენაუერის ფონდი, თავისუფლების სახლი (Freedom House), საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი და ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფები. ნინოს პუბლიკაციები შეეხება საქართველოს საბჭოთა ისტორიას, მემარჯვენე პოპულიზმის, დემოკრატიზაციისა და დეზინფორმაციის საკითხებს, ისევე როგორც რბილი ძალის პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებაში.