გივი ადეიშვილი

g.adeishvili@idfi.ge

+995 32 2921514

გივი ადეიშვილი

ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი

გივი ადეიშვილი IDFI-ის შემოუერთდა 2020 წელს. იგი ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულებას. მისი ინტერესის სფეროებია: ეკონომიკური და სოციალური განვითარება, ენერგო-ეკონომიკა, ფინანსური ინსტიტუტები და ბაზრები და ფინანსური განათლება.


IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე გივი ადეიშვილი მუშაობდა უფროს ასოცირებულ მკვლევარად სს „თიბისი კაპიტალში“, ეკონომიკური ანალიზის უფროსად „საზოგადოება და ბანკებში“ და ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში. მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკისა და ფინანსების მაგისტრის ხარისხი Otto-von-Guericke-ს სახელობის მაგდებურგის უნივერსიტეტიდან და ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-დან. გივი არის CFA Level II კანდიდატი და გავლილი აქვს Certified Actuarial Analyst-ის გამოცდების სამი მოდული.


გივი ადეიშვილი არის ავტორი რიგი ნაშრომებისა, რომლებიც ეხება ქვეყნის მაკროეკონომიკურ ანალიზს და სექტორულ ანალიზს. გივის აქვს 6 წელზე მეტი გამოცდილება აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ კითხულობს ლექციებს ეკონომიკასა და ფინანსებში სხვადასხვა უნივერსიტეტებში.