ნინი ბალარჯიშვილი

n.balarjishvili@idfi.ge

+99532 2921514

ნინი ბალარჯიშვილი

ანალიტიკოსი

ნინი ბალარჯიშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) გუნდს 2020 წლის მარტიდან შეუერთდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „ღია მმართველობის პრინციპების ხელშეწყობა საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. ნინი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მუშაობდა საქართველოს პარლამენტში, სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩართული იყო უწყებათაშორისი საბჭოების მუშაობაში, მონაწილეობდა ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებში და იყო UNODC-სა და YALE UNIVERSITY-ს ერთობლივი კვლევის ასისტენტი. ამავდროულად, მას აქვს გამოცდილება Starta Accelerator-ის ფარგლებში დაფუძნებული ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულების სტარტაპის - DIGITALSHARK SOLUTIONS INC.-ის კორპორატიული ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

 

ნინის დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურა იმავე უნივერსიტეტში. 2016-2017 წელს მან გაიარა GFSIS-ის ინტენსიური კურსი ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის მიმართულებით, ასევე ბოლონიის უნივერსიტეტისა და JOHNS HOPKINS-ის შემჭიდროებული კურსი ევროკავშირის სამართლებრივი რეფორმის მიმართულებით. ნინის მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესში(Media Law, ECHR, Frankfurt Investment Arbitration Moot) და პროფესიულ კონფერენციაში.