თათია კახაძე

t.kakhadze@idfi.ge

+99532 2921514

თათია კახაძე

ადმინისტრაციული ასისტენტი

თათია კახაძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გუნდს 2020 წლის მაისიდან შემოუერთდა. ამჟამად ის ადმინისტრაციული ასისტენტია პროექტის - “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ორგანიზაციული მხარდაჭერა” - ფარგლებში. მანამდე თათია იყო კვლევითი ასისტენტი საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში, პროექტის „საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა“ ფარგლებში.


ბაკალავრიატზე სწავლის დროს, თათია სტაჟიორად მუშაობდა ქალაქ თბილისის მერიის საორგანიზაციო სამსახურში და ასევე შემოსავლების სამსახურში. 2016 წელს კი მან მუშაობა დაიწყო სტაჟიორად ბერლინში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში Slow Food Deutschland-ში.


თათია კახაძე არის საქართველოს საზოგადოებრივი ინსტიტუტის GIPA-ს სოციალური მეცნიერებების ბაკალავრი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 2019 წელს კი მან მიიღო ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, დემოკრატიისა და მართვის სპეციალობით. თათიამ ასევე Erasmus + Exchange Programme-ის ფარგლებში სწავლა გააგრძელა ნიდერლანდებში, კერძოდ, უტრეხტის უნივერსიტეტში ასევე დემოკრატიისა და მართვის მიმართულებით.


თათიას ინტერესის სფეროს წარმოადგენს: საჯარო მმართველობა; კარგი მმართველობა; ღია მმართველობა; დეცენტრალიზაცია; პოლიტიკის შემუშავება და ადვოკატირება.