ანა ჭიაბრიშვილი

a.chaibrishvili@idfi.ge

+995 322 921514

ანა ჭიაბრიშვილი

პროექტის მენეჯერი

ანა ჭიაბრიშვილი IDFI-ს გუნდს 2020 წლის თებერვლიდან შემოუერთდა. ამჟამად ის საერთაშორისო ანტიკორუფციული პლატფორმების გავლენის შესწავლის პროექტის მენეჯერია.


მან სამართალმცოდნეობის საბაკალავრო ეტაპი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში დაასრულა (2009-2013), ხოლო 2019 წელს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი შედარებითი კონსტიტუციონალიზმის სპეციალიზაციით.

 

მას აქვს ხანგრძლივი კვლევითი გამოცდილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტში (2013-2017), სადაც მისი სწრაფი კარიერული წინსვლა სტაჟირების ეტაპიდან უფროსი მრჩევლის პოზიციით დასრულდა. ხოლო არასამთავრობო სექტორში მისი პროფესიული განვითარება 2018 წლიდან „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში“ (ISFED) პოლიტიკის მკვლევარის პოზიციით დაიწყო, სადაც ის დემოკრატიული მმართველობის, სახელისუფლებო კონტროლის სამოქალაქო მექანიზმებითა და გამჭვირვალობის საკითხებით დანტერესდა.

 

ანას ინტერესის სფეროებია: კონსტიტუციური მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, სახელისუფლებო დანაწილებისა და კონტროლის საკითხები, ღია მმართველობა, კორუფცია.