მეგი ქარცივაძე

m.kartsivadze@idfi.ge

+99532 2921514

მეგი ქარცივაძე

ანალიტიკოსი

მეგი ქარცივაძე არის საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების პროგრამის ანალიტიკოსი. ის IDFI-ის გუნდს 2019 წლიდან შეუერთდა „ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის“ (OSI) მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში სახელმწიფო არქივების ღიაობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.


მეგი ქარცივაძეს მინიჭებული აქვს თბილისის თავისუფალი უნიევრსიტეტის ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეციერებებში. ამის შემდეგ მან მოიპოვა ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია Chevening Scholarship და სწავლობდა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში (UCL) რუსეთის კვლევების (Russian Studies) პროგრამაზე, სადაც მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. მისი სამაგისტრო კვლევის თემაა „სტალინის კულტი ქართულ ფერებში: საქართველოს ისტორიის პირველი ოფიციალური სახელმძღვანელოს განვითარება და ქართული სტალინიზმის წარმოშობა“ (Stalin’s Cult in Georgian Colours: The Development of the First Official History Textbook of Georgia and the Emergence of Georgian Stalinism).


მეგი 2017-2018 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში სამეცნიერო დეპარტამენტის სპეციალისტად. იგი კოორდინირებას უწევდა სხვადასხვა საგრანტო კონკურსებს. 2018-2019 წლებში კი იყო UCL-ის სამეცნიერო ჟურნალის Slovo აღმასრულებელი რედაქტორი. მისი რედაქტორობისას გამოქვეყნდა ჟურნალის ორი გამოცემა, რომელიც ფარავდა აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის შესახებ ინტერდისციპლინარულ კვლევებს. მეგი 2019 წლიდან, ასევე, არის მოწვეული ლექტორი თბილისის თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში.