თამარ ჩხიტუნიძე

t.chkhitunidze@idfi.ge

+995 32 2921514

თამარ ჩხიტუნიძე

კვლევითი კოორდინატორი

თამარ ჩხიტუნიძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გუნდს 2019 წლის ივლისიდან შემოუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ კვლევითი კოორდინატორის პოზიციაზე. IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე თამარი დასაქმებული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში, სადაც, უფროს სპეციალისტად დანიშვნამდე, იგი სტაჟიორად მუშაობდა. მანამდე, თამარი გადიოდა სტაჟირებას საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და თბილისში ამერიკის საელჩოში, ხოლო ლიეტუვაში ერაზმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამით სწავლის პერიოდში - სასწავლო პრაქტიკას საქართველოს საელჩოში ლიეტუვის რეპუბლიკაში.


თამარმა წარჩინებით დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის ბაკალავრის ხარისხით და სწავლის პერიოდში გახლდათ სახელმწიფო სტიპენდიის მფლობელი. მან ამავე უნივერსიტეტში წარჩინებით დაამთავრა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა.


თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა პროექტსა და ტრენინგში. ის არის საერთაშორისო იმიტირებული სასამართლო პროცესისა და არაერთი სტუდენტური კონფერენციის საპრიზო ადგილის მფლობელი. თამარი თავისუფლად ფლობს ინგლისურ ენას, საშუალოდ - რუსულს, ხოლო დამწყებ დონეზე - გერმანულს.