ანდრო გიგაური

info@idfi.ge

+995 32 2921514

ანდრო გიგაური

უფროსი მკვლევარი

ანდრო გიგაური პროფესიით იურისტია. 2010 წელს მან დაამთავრა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო სკოლა. 2005-2008 წლებში, ანდრო მუშაობდა ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის დემოკრატიისა და მმართველობის სექციაში სამოქალაქო რეესტრისა და ახალი მთავრობის მხარდაჭერის პროგრამებზე. 2010-2012 წლების განმავლობაში ანდროს ეკავა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. 2012 წლიდან, ანდრო მუშაობს ადამიანური და ინსტიტუციური რესურსების განვითარების პროექტებზე შუა აზიაში, უკრაინაში და ბელარუსში, სადაც ის თანამშომლობს ევროკავშირის, ევროსაბჭოს, მსოფლიო ბანკის, გაეროს ბავშვთა ფონდის, დანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობების, კომპანიების PwC-ს და Chemonics-ის პროექტებთან.

 

უკრაინაში ანდრომ მონაწილეობა მიიღო კორუფციის გამოძიების ორგანოს - ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასა და განვითარებაში. 2013 წლიდან ანდრო თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლის ერთ-წლიან საგანს - „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“.