დავით მაისურაძე

d.maisuradze@idfi.ge

+99532 2921514

დავით მაისურაძე

კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის მენეჯერი

დავით მაისურაძე არის IDFI-ის „კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სერტიფიცირების პროგრამის” მენეჯერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კორპორაციული და კომერციული სამართლის ცენტრის დირექტორი. მას 2009 წელს მიენიჭა კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის მარტინ ლუთერ კინგის სახელობის სამართლის სკოლის სამართლის მაგისტრის ხარისხი (Master of Laws), ხოლო 2015 წელს მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის დოქტორის ხარისხი.


დავითს აქვს ლექციების წაკითხვის 10 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა უნივერსიტეტებში და კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: საკორპორაციო სამართალი, საწარმოთა რეორგანიზაციები, კორპორაციული მართვა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამართალი. დავით მაისურაძე არის პრაქტიკოსი იურისტი და ამავდროულად აქვს მენეჯერად მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება. დავითი 2010-2013 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი. 2014-2016 წლებში იყო IDFI-ის საპარლამენტო მდივანი. იგი არის მრავალი სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომი.