გვანცა ნიკურაძე

g.nikuradze@idfi.ge

+99532 2921514

გვანცა ნიკურაძე

სტაჟიორი

გვანცა ნიკურაძე IDFI-ს გუნდს 2019 წლის ივნისში შემოუერთდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი 2016 წელს დაამთავრა, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. გვანცა აგრეთვე ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის დიპლომს. 2017 წელს, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. გვანცა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრისა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მიერ ერთობლივად გამოცხადებული დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის პირველი გამარჯვებულია.


გვანცას სტაჟირების გამოცდილება აქვს როგორც არასამთავრობო სექტორში (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და საქართველოს რეფორმების ასოციაცია), ისე საჯარო სამსახურში (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო). მას მრავალ ტრენინგსა თუ კონფერენციაში აქვს მონაწილეობა მიღებული.