დავით დოლიძე

d.dolidze@idfi.ge

+99532 2 921514

დავით დოლიძე

კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი

დავით დოლიძე IDFI-ს შეუერთდა 2019 წლის მაისში კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე. IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე, დავითი მოღვაწეობდა კერძო სექტორში. 2005-2008 წლებში იგი იყო შპს „სანტე ჯი ემ თი“ პროდუქტების შესყიდვების მენეჯერი, სადაც იგი პასუხისმგებელი იყო შესყიდვების პროცესების ორგანიზებაზე მარტივი და უფრო მოქნილი სამუშაო მეთოდების დანერგვისა და განვითარების მეშვეობით.

 

მოგვიანებით 2009-2012 წლებში იგი დაინიშნა საქართველოში საკვები პროდუქტების საბითუმო სადისტრიბუციო კომპანიის შპს „ფუდსერვისის“ ლოგისტიკის განყოფილების უფროსად, სადაც მის მიზანს წარმოადგენდა კომპანიის ხარჯების სტრუქტურის გაუმჯობესება ლოგისტიკური პროცესების ოპტიმიზაციის მეშვეობით. 2012 წლის შუა პერიოდიდან დავითი იყო საკვები დანამატების მწარმოებელი და დისტრიბუტორი შპს "დინოლეგეო" პროექტის მენეჯერი, სადაც მის ამოცანას ბაზრის განვითარება წარმოადგენდა. მისი მონაწილეობით კომპანიამ საკვები ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ინოვაციური გადაწყვეტილებები დანერგა, რამაც ადგილობრივ წარმოებას თვითღირებულება შეუმცირა.


დავითი არის ჰუმანიტარული მეცნიერებების და კორპორატიული ფინანსების და ღირებულების შეფასების ბაკალავრი. მას უყვარს ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა და ფინანსები.