მარიამ მაისურაძე

m.maisuradze@idfi.ge

+99532 2921514

მარიამ მაისურაძე

ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი

მარიამ მაისურაძე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გუნდს 2019 წლის მარტიდან შემოუერთდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“ მენეჯერის პოზიციაზე. მანამდე მარიამი იყო პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ექსპერტი.


2014-2018 წლებში ის იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში მუშაობდა უფროს მრჩევლად სისხლის სამართლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით; იყო ევროსაბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ექსპერტი/შემფასებელი და საქართველოს დელეგაციის წევრი GRECO-სა და ევროსაბჭოს სამართლებრივ კომიტეტში (CDCJ).


2014 წლამდე მარიამი მუშაობდა სსიპ - ფინანსთა სამინსიტროს აკადემიაში, ა/ო ადამიანის უფლებათა პრიორიტეტში და სხვა.
მარიამ მაისურაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით და საერთაშორისო სამართლის მაგისტრატურა იმავე უნივერსიტეტში. 2013-2014 წლებში მარიამმა დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის უნივერსიტეტში გაიარა მაგისტრატურა ევროკავშირის სამართალში.