სალომე კერესელიძე

s.kereselidze@idfi.ge

+99532 2921514

სალომე კერესელიძე

ანალიტიკოსი

სალომე კერესელიძე IDFI-ის 2018 წლის აგვისტოში შეუერთდა. იგი მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის შესახებ პროექტში. მისი ინტერესის სფეროებია სოციალური და კულტურული ჯგუფები, ჯგუფთაშორისი კონფლიქტები და სოციალური მეცნიერებების კვლევითი მეთოდოლოგიები.


IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე სალომემ 2016-2017 წლებში გაიარა სტაჟირება თავდაცვის სამინისტროში ფსიქოლოგიური მონიტორინგის დეპარტამენტში. შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში. მან ასევე გაიარა სტაჟირება ნაძალადევის რაიონის გამგეობაში, კერძოდ, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.


სალომე კერესელიძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ბაკალავრის ხარისხს. იგი ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.