სიახლეების გამოწერა

ქეთევან კუკავა

k.kukava@idfi.ge

+99532 2921514

ქეთევან კუკავა

კანონის უზენაესობის მიმართულების ხელძღვანელი

ქეთევან კუკავა IDFI-ის შემოუერთდა 2018 წლის ივლისში. იგი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის მიმართულებას. მისი ინტერესის სფეროებია: სასამართლო სისტემის ინსტიტუციური განვითარება და ადამიანის უფლებათა სამართალი.


IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე ქეთევან კუკავა მუშაობდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“. 2018 წელს ის იყო მოწვეული სამართლებრივი ექსპერტი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში. 2015-2016 წლებში მუშაობდა იურისტად არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში“ (EMC). 2016-2017 წლებში ის იყო მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში. ლონდონში სწავლის პერიოდში მან გაიარა სტაჟირება სამართლებრივი კვლევის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ქსელში“ (CRIN). 2012-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სამართალშემოქმედების სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, ხოლო 2011-2012 წლებში იყო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ იურისტის თანაშემწე.


ქეთევან კუკავა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში ერთობლივად გაცემული სამი პარტნიორი უნივერსიტეტის - როეჰამპტონის უნივერსიტეტის (ინგლისი), გოტენბურგის უნივერსიტეტისა (შვედეთი) და ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ. 2017 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.