სიახლეების გამოწერა

მაია ტალახაძე

m.talakhadze@idfi.ge

+99532 2921514

მაია ტალახაძე

იურისტი/ანალიტიკოსი

მაია IDFI-ის შემოუერთდა 2018 წლის ივნისში იურისტის/ანალიტიკოსის პოზიციაზე. მანამდე იგი მუშაობდა სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებში. მათ შორის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში. ის აგრეთვე მუშაობდა ა(ა)იპ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში. მისი საქმიანობა მოიცავდა სამართალშემოქმედებით და კანონშემოქმედებით საქმიანობას. მას აქვს დონორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.


მაია 2017 წელს Professional Fellowship Program-ის ფარგლებში მუშაობდა კალიფორნიის შტატის საკანონმდებლო საბჭოში. ის აგრეთვე მუშაობდა სისხლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისში 2018 წელს. გარდა ამისა, მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო ტრეინინგსა თუ კონფერენციაში.

 

მაია ტალახაძე ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და რიგის სამართლის უმაღლესი სკოლის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების მაგისტრის ხარისხს. ფლობს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებს.