სიახლეების გამოწერა

მარიამ ორჟონია

m.orzhonia@idfi.ge

+99532 2921514

მარიამ ორჟონია

იურისტი/ანალიტიკოსი

მარიამ ორჟონია IDFI-ის 2017 წლიდან შეუერთდა კანონის უზენაესობის მიმართულების სტაჟიორის პოზიციაზე. IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე, მარიამი სტაჟიორად მუშაობდა „საქართველოს გაეროს ასოციაციაში“ ლტოლვილთა და მიგრაციის მიმართულებით. ამ პოზიციის ფარგლებში იგი ორგანიზაციის იურისტებს ადმინისტრაციული და კონსტიტუციური სარჩელების მომზადებაში ეხმარებოდა, ამზადებდა კვლევებს ადამიანის უფლებების მიმართულებით, ამუშავებდა ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებელთა წარმოშობის ქვეყნის შესახებ.

 

ამჟამად, მარიამი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში მარიამმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნულ შეჯიბრში, საზაფხულო სკოლასა და კონფერენციაში, მათ შორის ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ შეჯიბრში (თბილისი, საქართველო,2017), მოპოვებული აქვს საუკეთესო წერილობითი ნაშრომების პრიზი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთაშორისო იმიტირებულ პროცესებში (ბრატისლავა, სლოვაკეთი, 2016). იგი არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და „ელსა საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესების გამარჯვებული.


მარიამი ასევე არის სხვადასხვა ეროვნული შეჯიბრების გამარჯვებული და არაერთი პრიზის მფლობელი, მათ შორის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატირების უნარ-ჩვევების შეჯიბრის გამარჯვებული და ოლიმპიადის „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისათვის“ ფინალისტი, ფონდის რჩეული და საუკეთესო მოსარჩელე. მას ასევე მოპოვებული აქვს პრიზები სხვა იმიტირებული სასამართლო პროცესების შეჯიბრებშიც (ძირითადად სისხლის სამართლის მიმართულებთ).


მშობლიური ქართული ენის გარდა, მარიამი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ასევე ესპანურ ენას დამწყების დონეზე.

მარიამ ორჟონია (ის) პუბლიკაციები

პირველი წინა 1 2 ბოლო