სიახლეების გამოწერა

მარიამ თუთბერიძე

m.tutberidze@idfi.ge

+99532 2921514

მარიამ თუთბერიძე

პროექტის მენეჯერი, პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით

მარიამ თუთბერიძე IDFI-ს 2017 წლიდან შეუერთდა „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის ხელშეწყობის პროექტის“ ანალიტიკოსის პოზიციაზე. 2017 წლის დეკემბრიდან მარიამი იყო პროექტის „მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ დონეზე ინტეგრირების ხელშეწყობა“ მენეჯერი. ხოლო, 2018 წლის მარტიდან იგი ხელმძღვანელობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „PrIME - პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით“.


IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე მარიამი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის პოზიციაზე. ამ პოზიციის ფარგლებში ის კოორდინაციას უწევდა ღია მმართველობა საქართველოს, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს პროექტებს, ხელს უწყობდა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მუშაობას, პასუხისმგებელი იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულ ქსელთან (OECD-ACN) ანგარიშგებაზე.


თავისი საქმიანობის განმავლობაში მარიამი სახელმწიფოს წარადგენდა სხვადასხვა საერთაშორისო შეხვედრებზე, მათ შორის იყო წარმომადგენლობა OECD-ACN-ის პლენარულ სხდომაზე, ღია მმართველობის აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული შეხვედრა, ევროპის საბჭოს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ფარგლებში პროექტის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა; ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა“ დასაგეგმი შეხვედრა.


2013-2014 წლებში მარიამი მუშაობდა სახალხო დამცველის აპარატში ევროკავშირის პროექტში „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, სადაც მისი მოვალეობები მოიცავდა საკანონმდებლო წინადადებების, სამართლებრივი კვლევებისა და ანალიზის და საკონსტიტუციო სარჩელების მომზადებას.
მარიამს გავლილი აქვს სტაჟირებები თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ლატვიის იუსტიციის სამინისტროში.


მას მიღებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი (LLM) რიგის სამართლის უმაღლეს სკოლაში (ლატვია), საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით (ფონდი ღია საზოგადოების სტიპენდიით).

 

მარიამ თუთბერიძე (ის) პუბლიკაციები

პირველი წინა 1 2 ბოლო