მერი მახარაშვილი

m.makharashvili@idfi.ge

+995 32 2 92 15 14

მერი მახარაშვილი

კომუნიკაციების და ორგანიზაციული განვითარების გრანტის მენეჯერი

მერი მახარაშვილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს (IDFI) 2016 წელს შეუერთდა. იგი იკავებს კომუნიკაციების და ორგანიზაციული განვითარების გრანტის მენეჯერის პოზიციას.


მერი არის გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომელსაც გააჩნია ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ (ზიმბაბვე, მოზამბიკი, აზერბაიჯანი) მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ სფეროებს: შიდა და გარე კომუნიკაციები, დონორებთან ურთიერთობა, საჯარო და კერძო პარტნიორობები, სტრატეგიის განვითარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ვებ დიზაინი და ინოვაციური მედიისა და გრანტების მოძიების კამპანიის განვითარება.


მერი ასევე არის გამოცდილი ლექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიებში, ასევე, ტელე, რადიო და ბეჭდვითი მედიის საკითხებში.

 

მერი მახარაშვილი (ის) პუბლიკაციები

პირველი წინა 1 2 3 ბოლო