სიახლეების გამოწერა

საბა ბუაძე

s.buadze@idfi.ge

+99532 2921514

საბა ბუაძე

ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი

საბა ბუაძე IDFI-ს გუნდს 2015 წელს შეუერთდა, „კახეთის მუნიციპალიტეტებში ელექტრონული გამჭვირვალობის გაუმჯობესების და თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა“ პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. ამჯამად იგი ხელმძღვანელობს  IDFI-ს ანტიკორუფციულ მიმართულებას, კარგი მმართველობის პროგრამის ფარგლებში. 


IDFI-ში მუშაობის დაწყებამდე საბა მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პოლიტიკის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი მრჩევლის პოზიციაზე.აღნიშნულ პოზიციის ფარგლებში მისი საკურატორო უწყებები შეიცავდა იუსტიციის, შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების და თავდაცვის სამინისტროებს და საჯარო სამსახურის ბიუროს.


მისი სამუშაო მიმართულებები მოიცავს ღია მმართველობას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, საჯარო ეთიკა, გამჭვირვალობას, საჯარო სამსახურის რეფორმას და საჯარო პოლიტიკის სტრატეგიულ დაგეგმვას.


2013-2014 წლებში საბა მუშაობდა ქალაქ ნიუ იორკში (აშშ), იურიდიულ კომპანიაში MontgomeryMcCrackenWalker&Rhoads, სადაც მისი სპეციალიზაციის სფერო შეიცავდა კერძო სასამართლო დავებს და საზღვაო და სატრანსპორტო სამართალს.


მას მიღებული აქვს სამართლის ბაკალავრის (LLB) განათლება გრონინგენის უნივერსიტეტში (ნიდერლანდების სამეფო), საერთაშორისო და ევროკავშირის სამართლის მიმართულებით.


საბა თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

საბა ბუაძე (ის) პუბლიკაციები