თამთა ცეცხლაძე

t.tsetskhladze@idfi.ge

+995 32 2921514

თამთა ცეცხლაძე

ანალიტიკოსი

თამთა ცეცხლაძე IDFI-ს გუნდს 2022 წლის ივნისში შემოუერთდა IDFI-ის საპარლამენტო ოფისის ანალიტიკოსის პოზიციაზე.


თამთამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი. მას გავლილი აქვს სტაჟირება საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. მიუღია მონაწილეობა სტუდენტურ კონფერენციებსა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებულ ტრენინგებში. IDFI-ში თამთას საქმიანობის სფეროა კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, სამართლებრივი აქტების ანალიზი, მედია და გამოხატვის თავისუფლება.


ამჟამად თამთა სწავლობს თავისუფალ უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.


თამთას მშობლიური ენაა ქართული, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ ენას, საშუალო დონეზე იცის რუსული ენა.