ლანა ჟამურაშვილი

l.zhamurashvili@idfi.ge

+99532 2921514

ლანა ჟამურაშვილი

ანალიტიკოსი

ლანა IDFI-ში იკავებს მკვლევარი ანალიტიკოსის პოზიციას, ის გუნდის წევრი გახდა 2022 წლის მაისიდან. მას გავლილი აქვს სტაჟირება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოში. მას აქვს 1 წლიანი გამოცდილება აკადემიურ საქმიანობაში, კერძოდ ატარებს სემინარებს ISET-ში.


ლანამ წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრის საფეხურზე. მისი დამატებითი სპეციალობა არის ესპანური ფილოლოგია. ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში მას თითქმის ყველა სემესტრში მიღებული აქვს სახელმწიფო სტიპენდია, გავლილი აქვს არაერთი ტრენინგი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-დან, სადაც ასევე ჰქონდა ISET-ის სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის.


ლანას მშობლიური ენაა ქართული, სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და ესპანურ ენებს, საშუალო დონეზე იცის რუსული ენა.