სიახლეების გამოწერა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID)

www.usaid.gov

აშშ-ს ხანგრძლივი ისტორია აქვს საზღვარგარეთ მცხოვრები იმ ხალხისთვის დახმარების ხელის გაწვდენისა, ვინც იბრძვის იმისთვის, რათა შექმნას უკეთესი ცხოვრება, აღდგეს გადატანილი უბედურების შემდეგ ან ძალისხმევას მიმართავს რათა იცხოვროს თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანაში. სწორედ ეს ზრუნვა იქცა აშშ-ს სიმბოლოდ მთელს მსოფლიოში - და აჩვენებს მსოფლიოს მის ნამდვილ ეროვნულ ხასიათს. აშშ-ს საგარეო დახმარებას ყოველთვის გააჩნდა ორმხრივი მიზანი - ერთი მხრივ, ამერიკის საგარეო პოლიტიკის ინტერესების გაფართოება, რაც მდგომარეობს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრების გავრცელებაში და მეორე მხრივ, განვითარებადი სამყაროს მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესება. ფედერალური ბიუჯეტის 1%-ის ნახევარზე ნაკლების ხარჯვით, USAID მსოფლიოში ამ მიზნების მისაღწევად მუშაობს. USAID-ის ისტორია მოდის მარშალის გეგმიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ევროპის აღდგენას ისახავდა მიზნად და ტრუმენის ადმინისტრაციის ოთხპუნქტიანი პროგრამიდან. 1961 წელს საგარეო დახმარების აქტი იურიდიულ ძალაში შევიდა და აღმასრულებელი ხელისუფლების ბრძანებით შეიქმნა USAID-ი. მას შემდეგ USAID-ი არის აშშ-ს მთავარი სააგენტო, რომელიც ავრცელებს დახმარებას იმ ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ აღდგნენ გადატანილი უბედურების შემდეგ, თავიდან აიცილონ სიღარიბე და ჩართულნი არიან დემოკრატიულ რეფორმებში.