ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სიახლეები | კარგი მმართველობა 24 დეკემბერი 2019

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსი დასრულდა და გამოვლინდა გამარჯვებულები.

 

I ადგილი (300 დოლარი) - ნინო კვინტრაძე - სოციალური დახმარებები VS არჩევნები

 

II ადგილი (200 დოლარი) - მარიკა დუდუნია - ლიფტების მონტაჟისთვის გამართული საეჭვო ტენდერები ბოლნისში

 

III ადგილი (150 დოლარი) - ანა გოგოლაძე - საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და ადმინისტრაციული ხარჯების მიმოხილვა

 

კონკურსის მიზანი იყო ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლის წახალისება.

 

„მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ეკვლიათ საქართველოს საჯარო სექტორში არსებულ შესაძლო გადაცდომები და საეჭვო გარემოებები და შესაბამისად წარედგინათ ნამუშევრები. მოხარულები ვართ, რომ ეს თემა საინტერესო აღმოჩნდა ბევრი ადამიანისთვის და კონკურსით წავახალისეთ ანალიტიკური სტატიების მომზადება“ - აღნიშნა IDFI-ის მედია, ინტერნეტი და ტელეკომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა.

 

კონკურსში მონაწილეობა 20 მა ადამიანმა მიიღო. გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge)  და სოციალურ (Facebooks; Twitter ) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით. 

 

კონკურსი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ორგანიზებითა და გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Luminate-ის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23.01.2020

ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები

21.01.2020

კარგი მმართველობის მოდულის მსმენელთა დაჯილდოება

19.12.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

21.01.2020

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

19.01.2020

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

12.01.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

09.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019