IDFI-მ საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში წარადგინა

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | ანგარიში 3 მაისი 2019

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა და 43 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დააჯილდოვა.

 

სიგელები გადაეცა ყველა იმ უწყებას, რომელმაც 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა: საჯარო სამსახურის ბიურო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, გარემოს ეროვნული სააგენტო, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, სურსათის ეროვნული სააგენტო და სხვა.

 

2018 წლის ყველაზე დახურული საჯარო დაწესებულებები: IDFI-ის მიერ ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად იუსტიციის სამინისტროს სისტემა შეფასდა. 2018 წელს იუსტიციის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ უწყებებს (11 სსიპ-ი) სულ გაეგზავნათ 345 მოთხოვნა, საიდანაც 316 მოთხოვნა უპასუხოდ იქნა დატოვებული. იუსტიციის სამინისტრომ 26 მოთხოვნიდან 25 უპასუხოდ დატოვა და მისმა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელმა მხოლოდ 3.85% შეადგინა.

 

იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი 7 უწყების გარდა, კიდევ 8 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც უპასუხოდ დატოვა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ IDFI-ის ყველა განცხადება: ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, სახელმწიფო ხაზინა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2018 წელს: მონიტორინგის შედეგების თანახმად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი წინა წელთან შედარებით მცირედით გაუარესდა. IDFI-მ 282 საჯარო დაწესებულებაში გაგზავნილი 6,413 მოთხოვნიდან სრულყოფილი პასუხი მიიღო 3,653 განცხადებაზე, არასრულყოფილი - 493 მოთხოვნაზე, უარი - 33 შემთხვევაში, უპასუხოდ დატოვებულ იქნა 959 მოთხოვნა. საჯარო დაწესებულებების ყველაზე დიდმა ნაწილმა (20%) არ გაასაჯაროვა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ მოხსენებითი ბარათები. ასევე პრობლემური იყო საწვავის მოხმარებაზე არსებული ლიმიტების და ხარჯების, უწყების წინაააღმდეგ დასრულებული სასამართლო დავების და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 2010-2018 წლებში: ამ პერიოდში IDFI-მ საჯარო დაწესებულებებში სულ გაგზავნა 51,723 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, რაზეც პასუხი მიღებულია 42,965 შემთხვევაში. გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (90%) 2013 წელს იყო. 2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 82%-მდე შემცირდა, 2015 წელს - 86%, 2016 წელს - 85%, ხოლო 2017 წელს - 88%. 2018 წელს მიღებული პასუხების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 3%-ით შემცირდა და 2016 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა - 85%.

 

შენიშვნა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ,2018 წელს IDFI-ის გაგზავნილი სხვადასხვა მოთხოვნის  პასუხად  ინფორმაცია მოწოდებულ იქნა კვლევის დასრულების (2019 წლის 23 აპრილი) შემდგომ.  შესაბამისად,  ინსტიტუტის მიერ ვერ მოხერხდა აღნიშნული მონაცემების რეიტინგში თუ სხვა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლებში ასახვა.

 

პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EMMI) ACCESS-ის პროექტი.

 

საჯარო დაწესებულებების ინფორმაციის ხელმისაწვდოლობის სრული რეიტინგი იხილეთ აქ

 

 

/public/upload/IDFI_2019/General/Report_GEO_WEB.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023