კოვიდ-19 კრიზისის დროს მთავრობების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა და რეკომენდაციები კორონა ვირუსთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორცილების შესახებ

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | ღია მმართველობა 16 აპრილი 2020

 

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ინფორმირებას ხელისუფლების საქმიანობის, გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების, მათი ხარჯების, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და კანონების, ასევე, იმ სოციალური და სხვა ტიპის სერვისების შესახებ, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები სთავაზობენ ცალკეულ მოწყვლად ჯგუფებს.

 

შექმნილი კრიზისული მდგომარეობის ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინოა საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშვნელობა. რაც უფრო ღია და გამჭვირვალე მიდგომა ექნება ხელისუფლებას ინფორმაციის გამოქვეყნების თვალსაზრისით, მით მეტად ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ მოქალაქეები. ასევე, გაიზრდება ნდობა კრიზისული ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ. გარდა ამისა, მკვლევარებს, დარგის სპეციალისტებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს გაუმარტივდებათ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა.

 

გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვათა სწრაფად და ეფექტიანად განხორციელება, რათა სახელმწიფომ შეისყიდოს საქონელი და მომსახურება, რომელიც აუცილებელია Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნებისთვის. თუმცა შესყიდვათა გამარტივებული გზით განხორციელება არ უნდა გამორიცხავდეს პროცესის ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან. მეტიც, მოცემულ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პროცესის ღიაობა, იმისთვის რომ თავიდან იქნეს აცილებული კორუფციული რისკების შესახებ საზოგადოებაში კითხვების გაჩენა და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა თვალი ადევნოს ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობას ყოველი კონკრეტული შესყიდვის განხორციელების პროცესში.

 

გლობალური გამოცდილება აჩვენებს, რომ ფართოდ გავრცელებულ ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები ხასიათდება მაღალი კორუფციული რისკებით, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში. მსგავსი ვითარება ქმნის ნაყოფიერ საფუძველს კორუფციული გარიგებებისთვის, რადგან ის ხასიათდება ნაკლები გამჭვირვალობით და დიდი ოდენობის ფინანსების ხარჯვით.

 

კორონა ვირუსით განპირობებული გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI) შეიმუშავა რეკომენდაციები პანდემიის პირობებში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯაროინფორმაციისა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების  შესახებ. IDFI-მ აღნიშნული დოკუმენტი გაუგზავნა საერთაშორისო საზოგადოებას, მთავრობებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, პარტნიორებს (ღია მმართველობის პარტნიორობას (OGP), აფრიკის კავშირს, ინფორმაციის თავისუფლების ადვოკატების ქსელს (FOIAnet) და მიაწოდა მათ პრაქტიკული რეკომენდაციები თუ რა ტიპის მონაცემების ხელმისაწვდომობაა  საჭირო, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის რომ თავიდან იქნეს აცილებული კორუფციული რისკები კორონა ვირუსთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში.

 

IDFI-ს სჯერა, რომ მთავრობების მიერ გაზრდილი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს საზოგადოების ნდობას ხელისუფლების ქმედებების მიმართ კოვიდ-19-ის კრიზისის დროს.

 

 

Covid-19 პანდემიის კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა

 

რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობის შესახებ Covid-19 პანდემიის დროს

 

____

 

 

მასალის გამოქვეყნება დააფინანსა "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდმა" (OSI). ამ დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს" (IDFI) და არ ასახავს "ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის" (OSI) პოზიციებს. OSI არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ

28.03.2023

გორში, მასწავლებლებისთვის ვებგვერდის www.gorimaps.ge წარდგენა გაიმართა

27.03.2023

საერთაშორისო კონფერენცია - “მეხსიერების ხიდზე”

22.03.2023

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა პალიტრა მედიას

29.03.2023

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022