გამოხატვის თავისუფლება v. პატივისა და ღირსების დაცვა
გამოხატვის თავისუფლება არსებითად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, მეტიც, იგი დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და დიდი ხანია დემოკრატიული საზოგადოების განუყოფელ და ძირითად ფუნდამენტურ ელემენტს მიეკუთვნება. აღნიშნულ უფლებასთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა: „გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია, ამ უფლების სათანადო უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია სხვა უფლებების სრულყოფილი რეალიზაცია.“
გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის მიუხედავად, აღნიშნული უფლება აბსოლუტური არ არის, რაც ნიშნავს, რომ იგი შესაძლოა რიგ შეზღუდვებს დაექვემდებაროს. ერთ-ერთი საფუძველი, რომლის არსებობის შემთხვევაშიც შესაძლოა თქვენი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს, ცილისწამებაა.
ცილისწამებისა და, ზოგადად გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის შესახებ უნდა იცოდეთ:
1. ცილისწამების განმარტება - ცილისწამება მოიცავს არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხ განცხადებას.
2. ცილისწამებისათვის შესაძლოა სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ, თუკი ცილისწამების ობიექტი (პირი ვის შესახებაც გააკეთეთ კონკრეტული განცხადება) აღნიშნულს სასამართლოს გზით მოითხოვს თქვენგან. კერძოდ, სასამართლომ შესაძლოა დაგაკისროთ შემდეგი სახის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა:
ვის მიმართ ცილისწამებისთვის შეიძლება დაგეკისროთ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მათ შორის, ცილისწამების საფუძვლით იმთავითვე დაუშვებელია, თუ აღნიშნული მოიაზრებს თქვენ მიერ საკუთარი მოსაზრების გავრცელებას. აზრის აბსოლუტური თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ეს პრინციპი განმტკიცებულია „სიტყვისა და თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. კანონი ითვალისწინებს „აზრის“ განმარტებასაც.