კარგი მმართველობის მოდულის მსმენელთა დაჯილდოება

სიახლეები | კარგი მმართველობა 19 დეკემბერი 2019

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე, უკვე მესამე თვეა რაც კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა ხორციელდება. პროგრამა 8 მოდულისგან შედგება და მიზნად ისახავს პროგრამაში ჩართულ პირებს აუმაღლოს ცნობიერება და აქციოს კორფუციასთან ბრძოლის აქტიურ მონაწილეებად.

 

19 დეკემბერს  დასრულდა პროგრამის მეორე მოდული - კარგი მმართველობა და გაიმართა პროგრამის მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია. 

 

კარგი მმართველობის მოდულის ფარგლებში მონაწილეებმა ისეთი საკითხები შეისწავლეს როგორიცაა: ინფორმაციის თავისუფლება და პროაქტიული გამოქვეყნება, საჯარო სამსახურის, საჯარო სიკეთის ცნება და მისდამი მოქალაქეების დამოკიდებულება, სახელმწიფო შესყიდვების გამოწვევები, დეცენტრალიზაცია, ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP)და არქივების გამჭვირვალობა.

 

სხვა მოდულებისგან განსხვავებით, კარგი მმართველობის მოდულს რამდენიმე მოწვეული სპიკერი უძღვებოდა. პირველი ლექცია, რომელიც ზოგადად შესავალის სახით საჯარო სიკეთეს, მის მნიშვნელობას და დაცვის აუცილებლობას განიხილავდა ჩაატარა საჯარო მმართველობის ექსპერტმა - ანდრო გიგაურმა. მეორე ლექცია, რომელიც ინფორმაციის თავისუფლებას და პროაქტიულ გამოქვეყნებას შეეხო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა ჩაატარა. მან პროგრამის მონაწილეებს ის დიდი გამოცდილება გაუზიარა, რომელიც IDFI-ს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის, დამუშავებისა და ანალიზის თვალსაზრისით გააჩნია. გარდა ამისა, პროგრამის მონაწილეები ადვოკატირების იმ მეთოდებს გაეცნენ, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე კანონმდებლობის მუშაობის პროცესში აქტიურად გამოიყენება.

 

12 ნოემბერს, კარგი მმართველობის მოდულის მესამე ლექციის ფარგლებში შესყიდვების სფეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დავით მარღანიამ, უკრაინის, საქართველოსა და სხვა სახელმწიფოების მაგალითზე, მსმენელებს, შესყიდვების სფეროს გამოწვევები და მიღწევები გაუზიარა.

 

კარგი მმართველობის მოდულის მეოთხე ლექცია დეცენტრალიზაციის თემატიკას დაეთმო, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტმა, დავით ლოსაბერიძემ, მსმენელებს გააცნო შემდეგი საკითხები: თვითმმართველობების გაძლიერების კონცეფცია, ადგილობრივ ორგანოებზე სახელმწიფო სერვისების დელეგირების აუცილებლობა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ელექტრონული სერვისების მნიშვნელობა.

 

კარგი მმართველობის მოდულის მეხუთე და მეექვსე ლექცია, IDFI-ს დირექტორმა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, გიორგი კლდიაშვილმა წაიკითხა. კერძოდ, გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ღია მმართველობის პარტნიორობის მნიშვნელობაზე, OGP-ში საქართველოს აქტიური ჩართულობის აუცილებლობასა და საქართველოს პარლამენტის როლზე ღია პარლამენტის პრინციპების დანერგვის თვალსაზრისით. OGP არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ნებაყოფლობით აიღონ განსახორციელებელი ვალდებულებები გამჭვირვალობის გაუმჯობესების, კორუფციასთან ბრძოლისა და სახელმწიფო სერვისების ელექტრონული ფორმით მიწოდების დანერგვასთან დაკავშირებით.

 

კარგი მმართველობის ბოლო ლექცია საბჭოთა არქივების კვლევისა და ღიაობის მნიშვნელობას დაეთმო. ტოტალიტარული წარსულის შესწავლის, სახელმწიფოს მიერ დაშვებული საბედისწერო შეცდომების ანალიზის გარეშე შეუძლებელია  ეფექტური და ღია მმართველობის სისტემის შექმნა. გიორგი კლდიაშვილმა მსმენელებს გააცნო IDFI-ს მიერ განხორციელებული სამუშაოები არქივების გამჭვირვალობის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სფეროში არსებულ გამოწვევებზე და პროგრამის მონაწილეებთან ერთად განიხილა პრობლემების გადაჭრის გზები.

 

2019 წლის 19 დეკემბერს გაიმართა „კარგი მმართველობის“ მოდულის წარმატებული მსმენელების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია.

 

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა 2020 წლის 26 იანვარს ახალი მოდულით განახლდება, რომელიც კორუფციის სამართლებრივ პრობლემატიკას შეისწავლის.

 

კორფუციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყო 8 ოქტომბერს და მის დასრულებამდე დარჩენილია 6 მოდული. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია ღიასა ზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) დახორციელდება ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) თანადაფინანსებით.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია

23.01.2020

ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები

21.01.2020

ჟურნალისტები და აქტივისტები დემოკრატიული მმართველობისთვის - ანალიტიკური სტატიების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

21.01.2020

კოალიცია დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობას უარყოფითად აფასებს

19.01.2020

კოალიცია საპროკურორო საბჭოს მიერ გენერალური პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცესს ეხმიანება

12.01.2020

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს

09.01.2020
ბლოგპოსტები

გამოკითხვის ექსპერიმენტი

31.10.2019

პროკურატურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მოსახლეობის აზრი გაყოფილია

30.10.2019

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა: რა იცის და რა დამოკიდებულება აქვს ხალხს საქართველოში ამ პროცესის შესახებ

21.10.2019

ღია მმართველობის პარტნიორობა - გასაღები მდგრადი განვითარების მიზნების შენელებული პროგრესის საპასუხოდ

20.09.2019