სიახლეები

6 მარტი 2017 image

IDFI აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2016 წლის ანგარიშში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის 2016 წლის ანგარიში. ანგარიში მზადდება აშშ-ს საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების მიერ მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მიმოიხილავს ადამიანის უფლებების მდგომარეობას 200-მდე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

1 მარტი 2017 image

IDFI-ის თებერვლის თვის საინფორმაციო ბიულეტენი

საინფორმაციო ბიულეტენში თავმოყრილია ინფორმაცია IDFI-ის მიერ თებერვლის (2017) თვეში განხორციელებული აქტივობების და გამოქვეყნებული მასალების შესახებ.

28 თებერვალი 2017 image

IDFI საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ - სასამართლო დავის შეჯამება

აქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი ააიპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წინააღმდეგ. სამინისტროს მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც ეკონომიკის სამინისტროს დაევალა გაეცა ინფორმაცია მის მიერ 2014 წელს გაწეული ისეთი ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ როგორიც არის პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა.

28 თებერვალი 2017 image

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ხდება - რა უნდა გაკეთდეს წარმატების მისაღწევად

2016 წლის მაისში, საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მმართველო კომიტეტის თანათავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2017 წელს კი იგი თავმჯდომარე ხდება. ის ფაქტი, რომ საქართველოს კანდიდატურას მმართველი კომიტეტის 18-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მეტყველებს იმაზე, რომ პარტნიორობამ აღიარა OGP-ის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და ნდობა გამოუცხადა მის სამომავლო გეგმებს.

25 თებერვალი 2017 image

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეა

25 თებერვალს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე პარლამენტის შენობის წინ - საზოგადოება „მემორიალმა“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  რუსთაველის გამზირზე გამართეს გამოფენა თემაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების  სახით“. გამოფენა ეძღვნებოდა ოკუპაციის პირველ წლებში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დახვრეტილ პატრიოტთა ხსოვნას. გამოფენის მოწყობის მიზანს წარმოადგენდა ანტიჰუმანური რეჟიმის, ბოლშევიზმის, ქმედებათა შეხსენება მოსახლეობისათვის, რომლის 62% თურმე, სტალინელთა აზრით, მისტირის საბჭოთა კავშირს. 

23 თებერვალი 2017 image

საქართველო 2017 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში

2017წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველო 10 ადგილით დაწინაურდა და ამჟამად 180ქვეყანას შორის 13-ე ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ყველა მეზობელ და თითქმის ყველა ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყანას. ევროპის მასშტაბით საქართველო მე-5 ადგილზეა და ჩამორჩება მხოლოდ შვეიცარიას, ესტონეთს, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთს.

21 თებერვალი 2017 image

IDFI-ის მოსაზრებები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა მოამზადა რეკომენდაციები საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ინსტიტუტის რეკომენდაციები ეხება შემდეგ საკითხებს: 1. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლში „კარგი მმართველობის“ სახელმძღვანელო პრინციპის დამატება; 2. ინტერნეტ თავისუფლებასთან დაკავშირებული განსაზღვრების საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლში ინტეგრირება და 3. საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის ახლებური ჩამოყალიბება და „უფლება კარგ ადმინისტრირებაზე“, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის ორგანული კანონით განსაზღვრის ვალდებულება.

13 თებერვალი 2017 image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კომენტარები ღია მმართველობის პარტნიორობის 2014-2015 წლების თვითშეფასების საბოლოო ანგარიშზე

ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა სამოქალაქო საზოგადოების და საჯარო დაწესებულებების თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა. სამოქმედო გეგმაში მოცემული იყო 27 ვალდებულება (29 აქტივობა), რომელიც განაწილებული იყო 16 პასუხისმგებელ უწყებას შორის. IDFI აქტიურად იყო ჩართული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების მონიტორინგის პროცესში და OGP-ს სამდივნოს სისტემატიურად წარუდგენდა საკუთარ შეფასებებს აქტივობების შესრულებასთან დაკავშირებით.

 

9 თებერვალი 2017 image

სახალხო დამცველი IDFI-ის უფლების დარღვევის ფაქტზე იუსტიციის სამინისტროს სისტემას რეკომენდაციით მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველმა იუსტიციის სამინისტროსა და მის მმართველობის სფეროში შემავალი 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ააიპ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ უფლების დარღვევის ფაქტი დაადგინა. სახალხო დამცველის განცხადების თანახმად აღნიშნულმა უწყებებმა არ შეასრულეს მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება გაეცათ საჯარო ინფორმაცია.

9 თებერვალი 2017 image

მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში მყოფი დევნილი ოჯახები - შეზღუდული სახელმწიფო რესურსი თუ არასაკმარისი პოლიტიკური ნება

საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 86,283 დევნილი ოჯახი (259,247 პირი).   

 

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
27 აპრილი 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31