პუბლიკაციები

23 იანვარი 2017 image

ფარული მიყურადების რეგულირება საქართველოში (აპრილი-დეკემბერი, 2016)

უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.

10 იანვარი 2017 image

მშენებლობის გამო თბილისში მოჭრილი ხეების სტატისტიკა

2016 წელს თბილისის მერიის ნებართვებით მოჭრილ ხეებს შორის, წინა წლებთან შედარებით, მინიმუმ 5-ჯერ მეტ ხეს მიენიჭა დაზიანებულის სტატუსი. ამასთან, ნებართვების საფუძველზე მოჭრილი ხეების მთლიანი რაოდენობა არ გაზრდილა. ეს გარემოება აჩენს კითხვას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად ხდება დედაქალაქში ხეებისთვის დაზიანებული სტატუსის მინიჭება. IDFI-ის მიერ მომზადებული სტატისტიკური ანალიზი მოიცავს ინფორმაციას საცხოვრებელი კორპუსებისა და კომერციული ობიექტების მშენებლობაზე, ხეების მოსაჭრელად გაცემულ ნებართვებზე, ნებართვების გაცემიდან ქალაქის ბიუჯეტში არსებულ შემოსავლის რაოდენობაზე და უნებართვოდ მოჭრილი ხეების რაოდენობაზე.

28 დეკემბერი 2016 image

„ღია მმართველობის“ დაჯილდოება და მისი გამარჯვებულები

„ღია მმართველობის“ დაჯილდოება 2014 წელს დაწესდა. ის მიზნად ისახავს OGP-ის წევრი ქვეყნების მიერ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ფარგლებში მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით საუკეთესოდ განხორციელებული ინიციატივის გამოვლენას. საყურადღებოა, რომ ყოველწლიურად, „ღია მმართველობის“ დაჯილდოება OGP-ის ერთ კონკრეტულ გამოწვევას ირჩევს და სწორედ ამ გამოწვევის განხორციელების კუთხით ავლენს კონკურსის გამარჯვებულს. 

 

27 დეკემბერი 2016 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში: საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი

IDFI-ის მიერ მომზადებული ანალიზი „სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა საქართველოში” ემყარება სასამართლოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიტიკურ-სამართლებრივ ანალიზს. კერძოდ, სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის არსებული პრაქტიკის შესწავლის მიზნით ჩვენ გამოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია საერთო სასამართლოთა სისტემაში შემავალი სასამართლოებიდან, ხოლო მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემაზე უარი და აღნიშნული უარის დასაბუთება გავაანალიზეთ მოქმედი კანონმდებლობის კონტექსტში.

21 დეკემბერი 2016 image

პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაცია ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტებთან

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის პარლამენტის ვებგვერდის ოპტიმიზაციაზე საუბრისას, საყურადღებოა, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ღია პარლამენტის 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, გეგმის 2.1. პუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საპარლამენტო დოკუმენტაციაზე წვდომის გამარტივების ვალდებულება იკისრა. 

14 დეკემბერი 2016 image

2016 წლის დანაშაულის სტატისტიკა და მისი ხელმისაწვდომობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2016 წლის დანაშაულის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.  ამასთან, ურთიერთგამომრიცხავი მონაცემების გამოქვეყნება მნიშვნელოვნად აზიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხს. 

8 დეკემბერი 2016 image

საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობები 2008-2016 წლებში

საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშნელოვანი წყარო რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები დიდი ქართული დიასპორაა. თუმცა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით 2014 წლიდან რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად იკლებს, ხოლო გადარიცხული თანხები იმატებს.  აღნიშნული უარყოფით გავლენას  ახდენს  საქართველოს ეკონომიკის, მათ შორის ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის, სტაბილურობაზე.

8 დეკემბერი 2016 image

ღია მმართველობის პარტნიორობა - გლობალური სამიტები და საქართველოს მიღწევები

2016 წლის 4 მაისს საქართველო  OGP-ის თანა-თავმჯდომარედ იქნა არჩეული. 2013 წლის აგვისტოდან ქვეყანა ასევე არის OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი. თანათავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც 1 ოქტომბრიდან დაიწყო,  საქართველო საფრანგეთთან ერთად უხელმძღვანელებს მმართველ კომიტეტს, ხოლო მომავალი წლის ოქტომბრიდან OGP-ის თავმჯდომარეობას დაიკავებს. თავმჯდომარის უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას მიიღებს ღია მმართველობის პარტნიორობის ძირითადი მიმართულებებისა და სტრატეგიების შემუშავებაში.

7 დეკემბერი 2016 image

საქართველო 2017 წლის ბიზნესის კეთების ინდექსში

2017 წლის ბიზნესის კეთების ინდექსის მიხედვით, საქართველო 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა. 2016 წლის ინდექსში მას 189 ქვეყნიდან 24-ე ადგილი ეკავა. საქართველომ მრავალ კატეგორიაში გააუმჯობესა საკუთარი მაჩვენებელი. ყველაზე მეტი წინსვლა დაფიქსირდა ინსტიტუციური სტრუქტურის დახვეწისა და მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებაში. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები. საქართველოს სუსტი მხარეებია მთავრობისა და კერძო სექტორის მიერ განათლებისა და კვლევის სუსტი მხარდაჭერა და ბიზნესში ინოვაციების შეზღუდული გამოყენება.

6 დეკემბერი 2016 image

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა

IDFI ითხოვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის და 44-ე მუხლის, ისევე, როგორც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის და მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
7 ივლისი 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31