განცხადებები

14 ივლისი 2016 image

კოალიცია საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის სხდომას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აფასებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და ეხმაურება საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას.

4 ივლისი 2016 image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

23 ივნისი 2016 image

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღია წერილი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს და ნატოს გენერალურ მდივანს

".... ჩვენი ღრმა რწმენით საქართველოს ახლა სჭირდება, რომ ვარშავის სამიტზე გამოიკვეთოს ნატოში გაწევრიანების მკაფიო გზა. ეს დაიცავს ევროატლანტიკურ ინტერესებს და დაეხმარება იმ პრინციპების გაძლიერებას, რომლებსაც ეფუძნება ალიანსი. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ვარშავაში მიღებული გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს რუსეთის აგრესიის შემაკავებელი კონკრეტული ზომების გასატარებლად და გააძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას...."

 

3 ივნისი 2016 image

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადებას ეხმაურება

კოალიცია ეხმიანება პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მოტივირებული შენიშვნებით კანონპროექტის საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის დაბრუნებას. განცხადებაში კოალიციის წევრები ხაზგასმით აღვნიშნავენ, რომ კანონპროექტების ავტორებისა და პარლამენტის წევრთა ნაწილის ნაჩქარევი და მოუმზადებელი გადაწყვეტილებების გამო, არსებითი საფრთხის წინაშე დგას კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანი ფუნქციონირება ქვეყანაში, რაც ასევე დაადასტურა ვენეციის კომისიის წინასწარმა მოსაზრებებმა.

3 ივნისი 2016 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაესტროს თანამშრომლების შრომითი ურთიერთობის შეჩერებას ეხმაურება

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვს ტელეკომპანია ,,მაესტროს“ 32 თანამშრომლისათვის შრომითი ხელშეკრულების შეჩერების საკითხის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. კოალიცია გვამცნობს, რომ 2016 წლის 02 ივნისს, ტელეკომპანია ,,მაესტროს“ დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე შრომითი ურთიერთობა შეუჩერდათ 4 თანამშრომელს, რომლის საფუძვლად მათი 31 მაისს ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის გადაცემა ,,არჩევანში“ მონაწილეობა სახელდება.

1 ივნისი 2016 image

კორცხელის ინცინდენტის გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს

არასამთავრობო ორგანიზაციები კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად აფასებენ კორცხელის ინცდინდენტის გამოძიების პროცესს და მოუწოდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინცინდენტში მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი.

31 მაისი 2016 image

კოალიცია სასამართლო რეფორმის “მესამე ტალღის” გაჭიანურებას ეხმაურება

კოალიცია მოუწოდებს “მესამე ტალღის” კანონპროექტის ინიციატორებსა და პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს გაიაზრონ სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარება და გადადგან დროული ნაბიჯები მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირების მიმართულებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული “მესამე ტალღის” ცვლილებები და შეიქმნას პლატფორმა სამომავლო რეფორმაზე მუშაობისთვის, რომელიც იქნება უფრო მეტად ღია დისკუსიისა და საფუძვლიანი განხილვებისთვის და სადაც რეალური მონაწილეობის შესაძლებლობა იარსებეს.

23 მაისი 2016 image

კოალიცია სამართალდამცავთა მხრიდან ჟურნალისტთა უფლებების დარღვევაზე რეაგირებას ითხოვს

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სსსკ 154 მუხლითაც (ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა) აწარმოოს და ადეკვატურად დასაჯოს დამნაშავე პირები.

18 მაისი 2016 image

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება „კაბელების საქმეზე“

2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ “კაბელების საქმეში” დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსნები და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. ამ ეტაპისთვის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა, წარმოდგენილი განცხადება ეფუძნება იმ გარემოებებისა და ფაქტების შეფასებას, რაც პროცესის მონაწილე მხარეების მიერ არის გასაჯაროვებული, ასევე პროცესის მიმდინარეობისას მიღებულ ინფორმაციას, ღია წყაროებსა და ანგარიშებში მოხსენიებულ ცნობებს.

14 მაისი 2016 image

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის განცხადებას ავრცელებს, სადაც აღშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების გამო. კოალიციის წევრები მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქმედება მიმართულია არამხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი შემადგენლობის ან/და კონკრეტული მოსამართლეების წინააღმდეგ, არამედ - მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებისა და მისი უმნიშვნელოვანესი როლის დაკნინებისკენ.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
4 ნოემბერი 2020

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31 2020-01-01 2020-01-31 2020-02-01 2020-02-29 2020-03-01 2020-03-31 2020-04-01 2020-04-30 2020-05-01 2020-05-31 2020-06-01 2020-06-30 2020-07-01 2020-07-31 2020-08-01 2020-08-31 2020-09-01 2020-09-30 2020-10-01 2020-10-31 2020-11-01 2020-11-30 2020-12-01 2020-12-31