განცხადებები

13 მარტი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დეფაქტო საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით

ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, შეშფოთებას გამოვთქვამთ ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული არჩევნები უკანონოა, ხოლო მის შედეგებს არ ძალუძს არსებითი ცვლილებები შეიტანოს ლეგიტიმურ პოლიტიკურ სივრცეში როგორ ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

 

10 მარტი 2017 image

კოალიციამ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წერილობითი კომუნიკაციით მიმართა

კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წერილობითი კომუნიკაციით მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს. დოკუმენტი მიზნად ისახავს, ე.წ. ღარიბაშვილის ჯგუფის საქმეების ღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.

9 მარტი 2017 image

განცხადება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა.

5 მარტი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს

29 არასამთავრობო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით მიმართა.

3 მარტი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციები: მიღებული გადაწყვეტილება ამტკიცებს ეჭვებს სასამართლოს პროცესში უხეში ჩარევის შესახებ

შეშფოთებას გამოვთქვამთ 2 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის წილების მესაკუთრედ ცნობილი იქნა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%).

2 მარტი 2017 image

ფარული მიყურადების მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა

კამპანიის „ეს შენ გეხება“ წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის სამწუხარო პრეცედენტი. ცხადია, რომ აღნიშნული რეფორმით არათუ ვერ გვარდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები, არამედ  კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები.

 

23 თებერვალი 2017 image

განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე

ჩვენ ვაგრძელებთ  „რუსთავი 2”-ის საქმის განხილვასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ საქმის შემდგომი განხილვისას გამოირიცხება ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მოცემული საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე საქმის დაწყების დღიდან არსებობს.

10 თებერვალი 2017 image

რისკები და ხარვეზები ფარული მოსმენების ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა გვთავაზობს

კანონპროექტზე შექმნილ სამუშაო ჯგუფს არაგონივრულად მოკლე ვადებში მოუწია მუშაობა, ხოლო პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ვერსიის გასაცნობად ჯგუფში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ 4 საათი მიეცათ, რის შემდეგაც ჯგუფმა შეწყვიტა მუშაობა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არ იქნა გაზიარებული კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარდგენილი არც ერთი პრინციპული პოზიცია როგორც სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობაზე, ისე მის მიმართ შესაქმნელ კონტროლის მექანიზმებზე. ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად სახიფათოა მსგავსი მასშტაბისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა შემჭიდროებულ ვადებში.  

6 თებერვალი 2017 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმას ეხმიანება

კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

3 თებერვალი 2017 image

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის” საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება

კოალიციისთვის ცნობილი გახდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ. ასევე იგეგმება მაუწყებლის სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვა და თანამშრომლების მასობრივი დათხოვნა.

 

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
24 სექტემბერი 2020
2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31 2020-01-01 2020-01-31 2020-02-01 2020-02-29 2020-03-01 2020-03-31 2020-04-01 2020-04-30 2020-05-01 2020-05-31 2020-06-01 2020-06-30 2020-07-01 2020-07-31 2020-08-01 2020-08-31 2020-09-01 2020-09-30 2020-10-01 2020-10-31 2020-11-01 2020-11-30 2020-12-01 2020-12-31