განცხადებები

2 თებერვალი 2017 image

კოალიცია „ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ მადლობას უხდის ევროკავშირს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებისთვის

დღევანდელი დღე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში თითოეული ღირსეული მოქალაქის, საჯარო მოხელის თუ კონკრეტული პოლიტიკოსის თანმიმდევრული და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.  წარსულშიც და მომავალშიც საქართველოს წარმატება საერთო მიზნის მისაღწევად საზოგადოების კონსოლიდაცის და გაერთიანების საფუძველზე იყო და არის შესაძლებელი. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დაამტკიცა ქვეყნის ისტორიული ევროატლანტიკური არჩევანისა და დასავლური ღირებულებების მიმართ ერთგულება, რაც მომავალში ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების გარანტი გახდება.

31 იანვარი 2017 image

კამპანია „ეს შენ გეხებას“ განცხადება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ინიციატივაზე

ამპანია „ეს შენ გეხება“ მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტს წარმოადგენს.

 

31 იანვარი 2017 image

კოალიცია მოუწოდებს პარლამენტს გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღასთან“ დაკავშირებით

კოალიცია მიესალმება მოსამართლეთა შესაძლო რაოდენობის კანონით მოწესრიგებას. ვენეციის კომისია ხაზს უსვამს უზენაესი სასამართლოს რაოდენობის განსაზღვრაზე, მოსამართლეთა დანიშვნასა და მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდისათვის საჭირო ფინანსების გამოყოფაზე პასუხისმგებელ სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების იმგვარად დაბალანსების საჭიროებას, რომელიც შეამცირებს პარლამენტის ან პრეზიდენტის მიერ მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდაზე არასათანადო გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ეხმიანება ვენეციის კომისიის დასკვნაში აღნიშნული ბალანსის უზრუნველყოფის საჭიროებას. ამასთან, პარლამენტს სთავაზობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის საკითხის მოწესრიგებას სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის უფრო მეტი გარანტიების გათვალისწინებით.

30 იანვარი 2017 image

კოალიცია ეხმიანება ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის არდამტკიცების შესახებ

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც  ახასიათებდა აღნიშნული პროცესს და  შესაბამისი ცვლილებები  ასახოს ახალი კომისიის დაკომპლექტების, საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის სიჯანსაღეს და მის შესაბამისობას ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან. კოალიცია  მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ხარვეზების დასაძლევად და დასახელებული მიზნების მისაღწევად.

23 იანვარი 2017 image

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ - კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე ჩანაწერი უნდა გაკეთდეს

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსის აღნიშვნა უმნიშვნელოვანესი განაცხადი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით ევროპული ტიპის დემოკრატიის ფორმირების, ასევე ქვეყნის გარეთ საგარეო-პოლიტიკური კურსის პრიორიტეტების განსაზღვრის თვალსაზრისით. საქართველოს უკვე აქვს გაცხადებული ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, თუმცა ის არ არის აღნიშნული საქართველოს სახელმწიფოს სახელმძღვანელო დოკუმენტსა და ძირითად კანონში - კონსტიტუციაში.

 

13 იანვარი 2017 image

განცხადება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექსპორტთან“ მოლაპარაკებების შედეგების შესახებ

მთავრობის მიერ მოწონებული ხელშეკრულება, მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტის პირობებს, როგორც ეკონომიკური ისე ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთანავე, საქართველო უფრო მეტად დამოკიდებული ხდება რუსეთის პოლიტიკურ ნებაზე.

12 იანვარი 2017 image

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ გაზპრომთან ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით

კოალიცია ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. მიგვაჩნია, რომ ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

26 დეკემბერი 2016 image

"სამეურვეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატთა გასაუბრებისა და დებატების ტრანსლირება"

,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის’’ ყურადღებით ადევნებს თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევ კონკურსს. მნიშვნელოვანია კონკურსი წარიმართოს გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით, რომ არ დარჩეს კითხვები შერჩევის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

23 დეკემბერი 2016 image

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება დანაშაულის სტატისტიკის გამოუქვეყნებლობასთან დაკავშირებით

განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას,რც სამინისტრო სისხლის სამართლის დანაშაულის სტატისტიკას პერიოდულად აღარ გამოაქვეყნებს.

 

25 ნოემბერი 2016 image

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით

კოალიციის განცხადების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი არის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ემზარ კვიციანის ნდობის ჯგუფში სავარაუდო დანიშვნასთან დაკავშირებით. თუმცა, მიგვაჩნია, რომ პრობლემის ინსტიტუციურ ჩარჩოებში მოსაგვარებლად და მომავალში ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ჩვენს მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების განხორციელება. კოალიცია მზადაა აქტიურად ითანამშრომლოს პარლამენტთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
1 ივლისი 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31