განცხადებები

29 სექტემბერი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა თბილისის მერობის კანდიდატებს

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით, მოგმართავთ წინადადებით, ხელი მოაწეროთ ღია მმართველობის პარტნიორობის დეკლარაციას. დეკლარაციაზე ხელმოწერა წარმოადგენს წინასაარჩევნო პოლიტიკურ გზავნილს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მერის უფლებამოსილების განხორციელებისას, სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ღია მმართველობის სფეროს რეფორმებს.

25 სექტემბერი 2017 image

სასამართლოს შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სრულყოფილად უნდა იქნეს გათვალისწინებული

ვენეციის კომისიამ 2017 წლის 22 სექტემბერს გამოაქვეყნა დასკვნა საქართველოს პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. დასკვნაში, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია კონსტიტუციის სასამართლო ხელისუფლების თავში განხორციელებულ ცვლილებებზე და უარყოფითად არის შეფასებული მათი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებებში ასახულია იმ შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებზეც, მათ შორის, ჩვენი ორგანიზაციაც მიუთითებდა.

 

6 სექტემბერი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაელოდოს ვენეციის კომისიის დასკვნას

1 სექტემბერს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, ჯანი ბუკიკიომ, განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საქართველოში პროპორციულ საპარლამენტო სისტემაზე გადასვლის 2024 წლისთვის გადადებით. იგი, ასევე, უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვერ შედგა კონსენსუსი კონსტიტუციასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, 4 სექტემბერს ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა, მმართველ გუნდს ურჩია, დაელოდოს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს კონსტიტუცია.

5 სექტემბერი 2017 image

პეტიცია პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას

ბევრ ქვეყანაში პროკურორები საკუთარ ძალაუფლებას კრიტიკის ჩასახშობად იყენებენ. ამის საპასუხოდ, 130-ზე მეტი ადამიანის უფლებების / სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, მათ შორის IDFI და ანტიკორუფციული ჯგუფები, მოუწოდებენ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციას, შეინარჩუნოს პროფესიის კეთილსინდისიერება.

31 აგვისტო 2017 image

განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია. კოალიციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე როგორც დამდგარი შედეგი კვლავაც უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს.

25 აგვისტო 2017 image

კოალიცია უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღებაზე

„კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას.

3 აგვისტო 2017 image

არასამთავრობოები: პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, შესაძლოა, საჯარო მოსამსახურეების მიერ აღქმული იყოს, როგორც ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამოთქმის აკრძალვა

გვინდა გამოვეხმაუროთ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის მისამართით გამოთქმულ მითითებას საჯარო მოსამსახურეთა მიერ აზრის გამოხატვის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

28 ივლისი 2017 image

არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერთ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, გვსურს, მოგმართოთ საქართველოში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის წინ, რათა გამოვკვეთოთ ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ჩვენ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და სახელმწიფო მართვის საკითხში და ასევე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის ყველაზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

27 ივლისი 2017 image

გენერალურ აუდიტორად პარლამენტმა პოლიტიკურად ნეიტრალური პირი უნდა შეარჩიოს

25 ივლისს ამოიწურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოქმედი გენერალური აუდიტორის უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. ახალ გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სიითი უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ კანდიდატებად მმართველი გუნდის წევრებს განიხილავს.

27 ივლისი 2017 image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი (შემადგენლობა) და პროცედურები

კოალიცია დამოუკიდებელიდაგამჭვირვალემართლმსაჯულებისათვისმთავრობას მოუწოდებს, შეცვალოს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი(შემადგენლობა) და პროცედურები. თუ კომისიის შემადგენლობა არსებითად ხელისუფლების შტოების წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული, დამოუკიდებელი ინსტიტუციების წარმომადგენლები კვლავ რიცხობრივ უმცირესობაში მოექცევიან, ხოლო კომისია იმავე პროცედურით გააგრძელებს მუშაობას, კომისიის ჩართულობა შერჩევის პროცესში ისევ ვერ უზრუნველყოფს შესაფერისი კანდიდატების შერჩევას და წარდგენას სტრასბურგში.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
20 ივნისი 2019
2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31