განცხადებები

28 ოქტომბერი 2016 image

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ხელისუფლებას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკის განსაზღვრისკენ მოუწოდებს

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიმუშაოს დეოკუპაციის მკაფიო და მიზანმიმართული სტრატეგია. პრაღის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნების შემთხვევაში, მოახდინოს მისი დახვეწა, რაც გულისხმობს მოლაპარაკებების მანდატის მკაფიოდ ჩამოყალიბებას და ქართული მხრიდან მისი ხელმძღვანელის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტატუსის განსაზღვრას. ასევე მოვუწოდებთ, რომ გამოიყენოს ყველა საშუალება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მიმდინარე პროცესებზე საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრული ინფორმირებისათვის.

 

6 ოქტომბერი 2016 image

სადისციპლინო კოლეგიისა და პალატის ბოლო გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკა საფრთხის შემცველია სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის

კოალიცია დამოუკიდეველი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს სასამართლო სისტემის რეფორმის სტრატეგიაზე მომუშავე კომიტეტს და მომავალ პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის შექმნაზე მუშაობა და უზრუნველყონ რეფორმის განხორციელება გონივრულ ვადებში. რეფორმამ უნდა შექმნას მოსამართლეთა პასუხისმგებლობის გამჭვირვალე, სამართლიანი და ეფექტური სისტემა, რომელიც ამავე დროს იქნება დაბალანსებული და არ გახდება მოსამართლეებზე არასათანადო ზემოქმედების მოხდენის მექანიზმი.

19 სექტემბერი 2016 image

კოალიცია ევროატლანტიკური საქართველოსთვის მოუწოდებს მთავრობას გაასაჯაროოს ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გაასაჯაროოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2017-2019 წლების დღის წესრიგის საპროექტო ტექსტი, რათა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომელნიც დაინტერესებულნი არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობაში, საშუალება მიეცეთ გაეცნონ მას, იმსჯელონ და საჭიროებისამებრ წარმოადგინონ რეკომენდაციები მის გასაუმჯობესებლად.  

14 სექტემბერი 2016 image

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება მორიგი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას

კამპანია „ეს შენ გეხება“ ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებითა და სოციალური ქსელით გავრცელებულ ფარული სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსა და ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერს შორის. კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აღმაშფოთებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კიდევ ერთი სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების ფაქტი. კამპანია სახელმწიფოს მოუწოდებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკანონო ფარული თვალთვალისა და მიყურადების წინააღმდეგ საბრძოლველად.

13 სექტემბერი 2016 image

კოალიცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს განახორციელოს კონსტიტუციური მართლმსაჯულება

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილი ვითარება ქმნის ე.წ. გახმაურებულ საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების მიზანმიმართული შეფერხების მცდელობის შთაბეჭდილებას, რაც გავლენას ახდენს საქმის შედეგით დაინტერესებული პირების მდგომარეობაზე. ასევე განვითარებული მოვლენები მნიშვნელოვნად აისახება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების განწყობასა და ნდობაზე.

8 სექტემბერი 2016 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“– GPB-ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო. კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.

 

29 ივლისი 2016 image

კოალიცია ეხმიანება სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევ კანდიდატთა სიის მთავრობის მიერ გადასინჯვას

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“, სურს, გამოეხმაუროს საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე, კანდიდატთა სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურით ჩანაცვლებას.

21 ივლისი 2016 image

ერთობლივი განცხადება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესახებ

42 ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლი განცხადება გაავრცელა საპარლამენტო არჩევნების დღის დანიშვნასთან დაკავშირებით. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კამპანიის დაწყებასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებულმა ინსტიტუტებმა გამართულად იმუშაონ, რათა არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ამისთვის, ისინი მიმართავენ პროცესში ჩართულ სახელმწიფო და არასახელმწიფო ინსტიტუტებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა და ჯეროვნად შეასრულონ დაკისრებული უფლება-მოვალეობები. 

14 ივლისი 2016 image

კოალიცია საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის სხდომას ეხმაურება

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში კიდევ ერთხელ აფასებს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და ეხმაურება საბჭოში დღეს დანიშნულ მოსამართლეთა შერჩევის სხდომას.

4 ივლისი 2016 image

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა კონკურსს აფასებს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ეხმიანება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა 65 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსს. ამ ეტაპისთვის დასრულებულია გასაუბრება ყველა კანდიდატთან, საბჭოს გადაწყვეტილებები შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
20 ივნისი 2019
2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31