განცხადებები

28 აპრილი 2016 image

არასამთავრობოები გადაცემაში „პოლიტიკა“ ლევან მურუსიძის მიწვევას ეხმაურებიან

ვეხმიანებით ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვაიბერ მიმოწერას, სადაც იგი და ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი 18 დეკემბრის გადაცემა “პოლიტიკა”-ს გეგმავს. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიმოწერა ავთენტურია, მიმოწერიდან ირკვევა, რომ ტელეარხის გენერალური დირექტორი ბატონი ბახტაძე, ჟურნალისტს გადაცემაში მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონკრეტული წევრების მიწვევას სთხოვს.

20 აპრილი 2016 image

კამპანია „სამართალი ითხოვს“ შეხვედრებს იწყებს

კამპანიის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს უსამართლო, გაუმჭვირვალე და არაკონსტიტუციური პროცესის გზით სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების შეჩერება და მოსამართლის დანიშვნის გამჭვირვალე, სამართლიანი და დასაბუთებული სისტემის დაუყოვნებლივ შექმნა. კამპანია ასევე ითხოვს გაუქმდეს კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინური დევნის გამოყენების შესაძლებლობა, დაჩქარდეს სასამართლო რეფორმა და უსაფუძვლო დაყოვნების გარეშე ამოქმედდეს სასამართლოში შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებული საქმის განაწილების ელექტრონული სისტემა.

 

5 აპრილი 2016 image

კოალიციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით

კოალიცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბოლო პერიოდში უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობებზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის პროცესს. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტს ასარჩევად წარუდგინოს ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. კანონმდებლობა კანდიდატების შერჩევის სპეციალურ პროცედურას არ იცნობს.

4 აპრილი 2016 image

მოსაზრებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე

კოალიციამ "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წარმოდგენილია კოალიციის წევრების მოსაზრებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირების მიზნით შემუშავებულ საკანონმდებლო პაკეტზე. ისინი თვლიან, რომ ამ საკითხების განხილვა და გათვალისწინება ხელს შეუწყობს რეფორმის პროცესის გაძლიერებას და შერჩეული რეფორმის მიმართულების სწორად წარმართვას. 

4 აპრილი 2016 image

„ეს შენ გეხება“ ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს

კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ს მიაჩნია, რომ სამი წლის განმავლობაში ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების დამზადების და გავრცელების დანაშაულის გამოუძიებლებისათვის, ასევე იმ პირების სამართალდამცავ სისტემაში შენარჩუნებისათვის, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობა უნდა დატოვოს მთავარმა პროკურორმა. სართალდამცავი სისტემები უნდა დატოვონ ასევე იმ ადამიანებმა, ვინც მონაწილეობდნენ ამ დანაშაულებრივ ქმედებებში. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, კამპანია ,,ეს შენ გეხება“-ში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ სახელმწიფომ უსწრაფესად გადადგას ნაბიჯები შემდეგი ცვლილებების უზრუნველსაყოფად.

 

31 მარტი 2016 image

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს

საქართველოში მოქმედმა 40-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ჯოზეფ დოლს ღია წერილით მიმართა და სთხოვეს გააძლიეროს ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი.

30 მარტი 2016 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიმართვა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ და პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა თხოვნით მიმართეს ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ბ-ნ ჯოზეფ დოლს და სთხოვეს ხელი შეუწყოს შენგენის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის საკითხის დროულ განხილვასა და მასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანას.

29 მარტი 2016 image

IDFI-ს ღია წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრს

2016 წლის, 29 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს. აღნიშნულ წერილში IDFI-ს დირექტორი სთხოვს საქართველოს პრემიერს, რომ პირადად დაინტერესდეს თუ რატომ არ ხდება საქართველოს მთავრობის მიერ აღებული უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვალდებულებების ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 2 უმნიშვნელოვანესი აქტივობის შესრულება. IDFI ასევე სთხოვს ქვეყნის პრემიერს, პირადად მიაქციოს ყურადღება, რომ მათი განხორციელება მოხდეს უმოკლეს ვადებში. აღსანიშნავია, რომ ეს ორივე ვალდებულება IDFI-ის რეკომენდაციით მიიღო საქართველოს მთავრობამ OGP-ის სამოქმედო გეგმაში.

 

24 მარტი 2016 image

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს სამშაბათს, 22 მარტს ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში და მეტროში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

24 მარტი 2016 image

განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებზე

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს, გამოეხმაუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
15 მარტი 2019

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31