ეროვნული სამართლებრივი აქტები

19 აპრილი 2024
6 აგვისტო 2014 image

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია მიღებულია 1995 წლის  24 აგვისტოს. კონსტიტუციის 24-ე, 37–ე  და 41-ე მუხლები მოიცავენ მითითებებს ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე.

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მიღებული იქნა 1999 წლის 25 ივნისს. მასში ადმინისტრაციული აქტის, მისი გამოცემის, არსრულებისა და გასაჩივრების, ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული გარიგების, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები და სისტემაა ჩამოყალიბებული. ამავე დროს ინოფრმაციის თავისუფლების კუთხით კოდექსი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რადგან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი ნორმები და მექანიზმები მასში ყველაზე ვრცლად და დეტალურად არის მოცემული. კოდექსის მესამე თავი ეძღვნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს. 

 

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ

საქართველოს კანონი საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ მიღებულია 2005 წლის 13 მაისს. ის ადგენს  საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობასა და მისი გადახდის წესს.

 

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

საქართველოს კანონი "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" 1996 წლის 29 ოქტომბერს არის მიღებული. კანონი სახელმწიფო საიდუმლოების მარეგულირებელ ძირითად საკანონმდებლო აქტს წარმოადგენს.

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს პრეზიდენტის N42 ბრძანებულება

1997 წელს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის 42-ე ბრძანებულება, რომლითაც „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ასამოქმედებლად საჭირო რიგი ნორმატიული აქტები დამტკიცდა.

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს მთავრობის დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ

საქართველოს მთავრობის დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ მიღებულია 2013 წლის 26 აგვისტოს. დადგენილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხ­ლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,განსაზღვრავს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

5 აგვისტო 2014 image

საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ინფორმაცია თანამდებობის პირის შესახებ არ წარმოადგეს საიდუმლო ინფორმაციის სახეს, შესაბამისად ყველას ქვს უფლება გაეცნოს მას. პირველ რიგში მნიშვნელოვანია  განიმარტოს თანამდებობის პირის ცნება. აღნიშნულს „საჯარო სასმახრუში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს.

5 აგვისტო 2014 image

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წლის 31 ოქტომბერს. ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.  733 მუხლი ადგენს ქცევის ზოგად წესებს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენების შესახებ.

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი მიღებულია 2014 წლის 5 თებერვალს. აღნიშნული კანონის მიღებით ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ". 

5 აგვისტო 2014 image

საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ

საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ მიღებულია 2011 წლის 11 თებერვალს. კანონი განსაზღვარვს საქართველოს მთავრობის ცნებას, ადგენს მის სტრუქტურას, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს. 

პირველი წინა 1 2 ბოლო