მედია და გამოხატვის თავისუფლება

9 დეკემბერი 2020 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიამ არ უნდა შეითავსოს თვითრეგულირების ორგანოს ფუნქცია

კომისიის მიერ 2020 წლის 7 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებით ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ კომუნიკაციების კომისია გეგმავს ახლებურად განმარტოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერები, შეითავსოს თვითრეგულირების ფუნქცია და ახალი სანქციები გამოიყენოს მაუწყებლების წინააღმდეგ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსების მოტივით.

9 ნოემბერი 2020 image

გამოვხატავთ მზადყოფნას მედიას მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით გავუწიოთ უფასო იურიდიული დახმარება

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები უარყოფითად ვაფასებთ 2020 წლის 08 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს სახელმწიფოს მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტებს.

31 ოქტომბერი 2020 image

ვითხოვთ სათანადო რეაგირებას არჩევნების დღეს ჟურნალისტთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე

დღეს, 2020 წლის 31 ოქტომბერს გლდანის ოლქის 79-ე საარჩევნო უბანზე, ონლაინგამოცემა „პუბლიკის” ჟურნალისტი, მინდია გაბაძე იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს. 

9 სექტემბერი 2020 image

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და რეიტინგი რეფორმის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ

2020 წლის 18 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ მაღლაფერიძემ, თანამდებობა დატოვა. ის აღნიშნულ პოზიციაზე 2017 წლის 6 იანვარს დაინიშნა. მოსვლიდან მალევე, დირექტორმა მასშტაბური რეფორმები დააანონსა.

20 აგვისტო 2020 image

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას შეასრულოს ობიექტური და მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლი წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესებში მედიის მონიტორინგისას.

 

20 ივლისი 2020 image

IDFI-ის ტრენინგი სტუდენტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტებისთვის

17-19 ივლისს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ორგანიზებულ ორდღიან პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობა 15-მა მსმენელმა მიიღო. მონაწილეებმა ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მექანიზმები და მეთოდები შეისწავლეს.

 

9 ივლისი 2020 image

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) საქმიანობაში არსებობს გამჭვირვალობის ხარვეზები

2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

26 ივნისი 2020 image

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში გასულ ერთ-ერთ სიუჟეტზე დაწყებულია გამოძიება. განცხადებაში სუს-ი სიუჟეტს დეზინფორმაციულს უწოდებს, ხოლო ქმედებას - საბოტაჟს.

 

24 ივნისი 2020 image

მოვუწოდებთ კახა კალაძეს იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

კოალიცია „მედიის ადოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით ქალაქ თბილისის მერის და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინიციატივას შექმნას ახალი პლატფორმა მედიაკრიტიკისათვის და გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად.

16 ივნისი 2020 image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

15 ივნისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ღია მმართველობის საბჭოს დებულება. სხდომას, უმაღლესო საბჭოს წევრებთან ერთად, ესწრებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.