მედია და გამოხატვის თავისუფლება

14 დეკემბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას აზარტული თამაშების საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას

გუშინ, 2021 წლის  13 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა დაჩქარებული წესით განიხილოს “ქართული ოცნების” წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი აზარტული თამაშების რეკლამის თაობაზე. ცვლილებები შეეხება რამდენიმე სამართლებრივ აქტს, მათ შორის, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს. 

8 დეკემბერი 2021 image

IDFI-მ საქართველოში ციფრული კონტენტის რეგულირების შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

2021 წლის 8 დეკემბერს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის (BST) მხარდაჭერით, გამართა სამუშაო შეხვედრა ციფრული კონტენტის რეგულირება საქართველოში: არსებული მოდელი და მისი გამოწვევები.

6 დეკემბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის კახი ბექაურის განცხადებას ეხმიანება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის, განცხადება მედიის რეგულირების დამატებითი მექანიზმების შემოღებასთან დაკავშირებით საგანგაშოა და ქვეყანაში კრიტიკული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის რეალურ საფრთხეს შეიცავს.

 

27 ოქტომბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის განცხადება

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს განმარტებები საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტების არ შემოშვებასთან დაკავშირებით.

 

18 ოქტომბერი 2021 image

IDFI საარჩევნო კოდექსსა და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს ეხმიანება

 

ინიცირებული კანონპროექტით მკვიდრდება ბუნდოვანი, არაერთგვაროვნად განმარტებადი მოთხოვნა, რამაც შეიძლება მსუსხავი ეფექტი იქონიოს გამოხატვის თავისუფლებაზე და, იმავდროულად, საარჩევნო სუბიექტთა თანასწორობაზე.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს „მაუწყებლობის შესახებ“საქართველოს კანონსა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს.

29 სექტემბერი 2021 image

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ჯერჯერობით არ შესრულებულა

2021 წლის მარტში გამოქვეყნდა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ერთობლივი დასკვნა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში სპეციალურ მმართველთან დაკავშირებით შეტანილი ცვლილებების თაობაზე..

27 სექტემბერი 2021 image

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის სახელმწიფო ინსპექტორს მოსმენების ტექნიკური ინფრასტრუქტურის შემოწმებისკენ მოუწოდებს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ გამოიყენოს “ინსპექტირების” მექანიზმი და შეისწავლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ინფრასტრუქტურის ბოროტად გამოყენების საკითხი. 

 

25 აგვისტო 2021 image

ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა

მივიჩნევთ, რომ  ვახო სანაიას საქმეზე მართლმსაჯულება სათანადოდ არ აღსრულებულა, ჟურნალისტისა და მის ოჯახის წევრებზე თავდასხმის ფაქტისადმი სასამართლოს რბილი დამოკიდებულება კი წარმოადგენს კრიტიკული მედიის მიმართ აგრესიის გაზრდის კიდევ ერთ საფრთხეს.
 

13 აგვისტო 2021 image

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება შესაძლოა მის კრიტიკულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს

ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებულ მედიაგარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. 

2 აგვისტო 2021 image

სამოქალაქო ორგანიზაციები: ხელისუფლება სუს-ს ტოტალური კონტროლის მექანიზმად იყენებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შესახებ, მთავარი არხის ეთერში გასული მასალა კიდევ ერთხელ მიუთითებს ქვეყანაში არსებულ მასობრივი კონტროლის და ადამიანის უფლებების შელახვის უმძიმეს პრაქტიკაზე.