IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა

19 აპრილი 2024
11 იანვარი 2024 image

უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე IDFI ა(ა)იპ მედიააკადემიის წინააღმდეგ

2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

20 მაისი 2022 image

უზენაესმა სასამართლომ IDFI-ის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და „საქართველოს ეროვნულ არქივს“ საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

IDFI-მ სტრატეგიული სამართალწარმოების კიდევ ერთი საქმე დაასრულა წარმატებით.

12 ნოემბერი 2021 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI ა(ა)იპ „მედიააკადემიის” წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა IDFI-ს სამართლებრივი პოზიცია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

8 აპრილი 2021 image

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა(ა)იპ მედიააკადემია საჯარო დაწესებულებად ცნო და საჯარო ინფორმაციის გაცემა დაავალა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის სარჩელი დააკმაყოფილა.

12 თებერვალი 2020 image

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ „საქართველოს ეროვნულ არქივს“ (ეროვნული არქივი) კიდევ ერთხელ დაევალა იმ საჯარო ინფორმაციის გაცემა, რომელსაც ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2018 წლის 29 ივნისიდან ითხოვს.

1 ივლისი 2019 image

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის, 4 აპრილის გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს ეროვნული არქივის წინააღმდეგ. სასამართლომ მოპასუხე მხარეს დაავალა ინფორმაციის გაცემა საარქივო ფონდის დოკუმენტებზე დაშვების შესახებ განხილულ განცხადებათა და მათზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული არქივის განცხადებით, ის არ აწარმოებდა IDFI-ის მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს.

11 ივნისი 2019 image

სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობა - საკონსტიტუციო სასამართლომ IDFI-ის სარჩელი დააკმაყოფილა

საქართველოში სასამართლო გადაწვეტილებათა ხელმისაწვდომების ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა 2015 წლის ოქტომბრიდან. თუკი მანამდე სასამართლოები სრულყოფილი სახით გასცემდნენ გადაწყვტილებათა ასლებს, შემდგომ პერიოდში დამკვიდრდა გადაწყვეტილებათა გაცემაზე პერსონალურ მონაცემების დაცვის არგუმენტაციაზე მითითებით უარის თქმის პრაქტიკა.

6 მარტი 2019 image

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ IDFI-ს საჩივარი სრულად დააკმაყოფილა

მიმდინარე წლის 27 თებერვალს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ადმინისტრაციული საჩივარი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირისთვის საჯარო ინფორმაციის გაცემის დავალების თაობაზე.

5 მარტი 2018 image

უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით

საქართველოს უზენაესი სასამართლომ 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

25 დეკემბერი 2017 image

თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შემოწმების შესახებ ინფორმაცია საჯაროა -სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე IDFI Vs. შემოსავლების სამსახური

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დაადგინა, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების (თიზი) შემოწმების შესახებ ინფორმაცია არ განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას, შესაბამისად ის წარმოადგენს ღია საჯარო ინფორმაციას და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. 

პირველი წინა 1 2 3 4 5 ბოლო