ჩვენ ვგეგმავთ მომავალს!

სიახლეები | ტრენინგები 6 აპრილი 2016

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანამშრომლებმა გამართეს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო ორგანიზაციის 3 წლიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. შეხვედრა ჩატარდა „ორგანიზაციული განვითარების გრანტის“ ფარგლებში, რომელსაც ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდი (OSI) აფინანსებს.


შეხვედრას უძღვებოდა IDFI-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მერი მახარაშვილმა, რომელსაც აქვს ქვეყნის ფარგლებში და მის გარეთ (ზიმბაბვე, მოზამბიკი, აზერბაიჯანი) მსხვილ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ სფეროებს: შიდა და გარე კომუნიკაციები, დონორებთან ურთიერთობა, საჯარო და კერძო პარტნიორობები, ორგანიზაციის/ადვოკატირების სტრატეგიის განვითარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ინოვაციური მედიისა და გრანტების მოძიების კამპანიის განვითარება.


შეხვედრის მიმდინარეობისას თანამშრომლებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა დიდი საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკას სტრატეგიული დაგეგმარების, ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების, მედიასთან, დონორებთან, თუ პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვის თაობაზე.


სამუშაო შეხვედრის დასასრულს შეჯამდა ორივე დღეს მიღებული ინფორმაცია, თანამშრომლებმა იმსჯელეს პრობლემებსა და დასახეს მათი გადაჭრის გზები, რაც ხელს შეუწყობს IDFI-ს განვითარებას მომავალში.


ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) „ორგანიზაციული განვითარების გრანტის“ მიზანია IDFI-ის, როგორც კვლევითი ორგანიზაციის, განვითარება შემდეგი კონკრეტული მიმართულებებით: კვლევების ხარისხი, კომუნიკაცია და ადვოკატირება, შიდა მმართველობის დახვეწა და გაძლიერება.

სხვა ტრენინგები ამ თემაზე
სიახლეები

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა საქართველოში

22.04.2024

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023