გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის კოალიცია

კოალიციური საქმიანობა 1 ივნისი 2017

 

2017 წლის 1 ივნისს, IDFI შეუერთდა „გაეროს კორუფციის წინააღდეგ კონვენციის (UNCAC) კოალიციას“, რომელიც მსოფლიო მასშტაბით 350-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას მოიცავს 100-ზე მეტ ქვეყანაში, და მიზნად ისახავს UNCAC-ის რატიფიკაციას, იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. კოალიცია 2006 წლის აგვისტოში დაფუძნდა და მოიცავს საერთაშორისო, რეგიონულ და ეროვნულ სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებების, მმართველობის, ეკონომიკური განვითარების, გარემოს და კერძო სექტორის ანგარიშვალდებულების სფეროებში.

 

კოალიციის წევრები არიან: AccessInfoEurope, AfriCOG, Basel Institute on Governance, BRAC University Institute of Governance, Christian Aid, Commonwealth Human Rights Initiative, GAATW, Global Witness, Institute for Security Studies in Africa, PSI Link, Tax Justice Network, Tearfund, Transparency International, UNICORN და მრავალი სხვა. ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაცია - „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კოალიციის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. 

 

კოალიცია კოორდინაციას უწვეს ერთობლივ ქმედებებს და საერთო პოზიციით გამოდის UNCAC-თან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელს უწყობს წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლას, მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებების მცდელობებს, ეროვნულ დონეზე დაუჭირონ მხარი UNCAC-ს.

 

2006-2009 წლებში კოალიციის კამპანიის მიზანი იყო UNCAC-ისთვის ეფექტური, თანამონაწილეობითი და გამჭირვალე მონიტორინგის მექანიზმის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანი სამთავრობოთაშორისო შეხვედრების წინ კოალიციის წევრები აწყობდნენ ადვოკატირების საერთო კამპანიებს. ეს ფაზა დასრულდა 2009 წელს UNCAC-ის შემოწმების მექანიზმის მიღებით, რომელიც ძალაში 2010 წლის ივლისში შევიდა.

 

ამჟამად კოალიცია ცდილობს ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მონაწილეობას და მათ მიერ კვალიფიცირებული წინადადებების შეტანას. კოალიცია ასევე ცდილობს, მოიპოვოს მთავრობების თანხმობა, გასაჯაროვდეს შემოწმების შედეგად დადებული ანგარიშები.

 

კოალიცია ასევე აწესებს ადვოკატირების სამიზნეებს UNCAC-თან დაკავშირებულ საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციაზე წვდომა, ქონების დაბრუნება, მამხილებელთა დაცვა, და ანტიკორუფციული საქმიანობა.

 

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა UNCAC წევრ სახელწმიფოთა კონფერენციას (CoSP). კოალიციის წევრები დამკვირვებლის სტატუსით ესწრებიან ამ სამთავრობოთაშორისო შეხვედრას. ისინი შეხვედრებს მართავენ მთავრობის წარმომადგენლებთან, აქვეყნებენ გაცხადებებს, გამოსცემენ საინფორმაციო ბიულეტენს, წერენ ბლოგებსა და პრესრელიზებს, ატარებენ პრესკონფერენციებს და სხვა.      

 

კოალიციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023